თეგებით ძიება
28. 01. 2021 მსოფლიო

შემზარავი სტატისტიკა- აშშ-ში იანვრის თვეში 80 000 -მდე ადამიანი კორონავირუსით გარდაიცვალა

აშშ-ში იანვრის თვეში პანდემიის გამოცხადების შემდეგ უპრეცედენტო რაოდენობის გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა კოვიდ 19-ისგან. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით, 28 იანვრის მდგომარეობით, აღნიშნული თვის განმავლობაში უკვე 80 000-მდე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.



პრეზიდენტი ბაიდენისა და კოვიდ 19-ზე მისი კოორდინატორის, ჯეფ ზიენტსის განცხადებით, მომავალ კვირას ვაქცინათა რაოდენობა და განაწილება სხვადასხვა შტატებზე 16%-ით გაიზრდება. ამის შესახებ ინფორმაციას Cnn-ი ავრცელებს.

ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის თქმით, მისი ამჟამინდელი მთავარი მიზანია მისი თანამდებობაზე ყოფნის პირველ 100 დღეში 100 მილიონი ვაქცინის დოზის გაკეთება მოქალაქეებისათვის. ამავდროულად პრეზიდენტი მოუწოდებს ყველას, რომ შემდეგი თვეების განმავლობაში აუციელბლად ატარონ პირბადეები, რადგან ეს ჯერ კიდევ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად. იგი იმედოვნებს, რომ თითქმის მთელი მოსახლეობის, 300 მილიონი ადამიანის აცრას მოახერხებენ 2020 წლის ზაფხულში.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა