თეგებით ძიება

წერეთ და იკითხეთ, კაპიკია თქვენი ნაწერის ფასი! - მწერალი ალექსანდრე პაიკიძე

მწერალი, ალექსანდრე პაიკიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

“ახლა, რაც შეეხებათ მწერლებს და პოეტებს, როგორც თავად უყვართ ხოლმე – შემოქმედ ადამიანებს.

ბიჭო, როცა ქვეყანას უჭირს, პირველი ვინც მის სადარაჯოზე უნდა დადგეს, არის მწერალი!

ხალხი ვინც თავისუფლებას ეტრფის და მთავარი მუზაც სწორედ თავისუფლებაა!

ისე, ბიძიკო, წერეთ და იკითხეთ, კაპიკია თქვენი ნაწერის ფასი!

ამოიღეთ ხმა, სიტყვას დიდი ძალა აქვს, სიტყვა განხორციელებული ქმედებაა!

მძიმე საცქერია, გატრუნული კაცი, უფრო მძიმე, თუ მის სიტყვას ხალხი უსმენს და ის კი მაინც ჩუმადაა!”


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა