29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.
ვერძი
დროა ყოველდღიურ საქმეებს მეტი ყურადღება მიაქციოთ. სავარაუდოდ, უმნიშვნელო წვრილმანების გამო ახლობლებელ ადამიანებთან კონფლიქტი გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ცუდ ხასიათზე მყოფი ურთიერთობებიის გარკვევას ერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისეთ რამეს იტყვით, რაზეც შემდეგ ინანებთ.
კურო
ამ დღეებში ყველაზე მეტად ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას უნდა ერიდოთ. ბევრი საქმე შეიძლება თქვენი უშუალო მონაწილეობის გარეშე გადაწყდეს. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ არაფერი უნდა აკეთოთ, თუმცა ეცადეთ მხოლოდ იმ საქმეს შეეჭიდოთ, რომელიც ყველაზე უკეთ გამოგდით.
ტყუპები
ამ დღეს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას და მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას შეძლებთ იქ, სადაც ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ. გიჩვთ თამამად, ღიად და შემოქმედებითად იმოქმედოთ. მთელი ყურადღება მიზანზე გადაიტანეთ, რომელთანაც აუცილებლად უნდა მიაღწიოთ.
კირჩხიბი
ეცადეთ პესიმისტური განწსყობა თავი დან მოიცილოთ და აქტიურად იმოქმედოთ. ამ შემთხვევაში მატერიალური, პროფესიული და საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება საკმაოდ სწრაფად შეიძლება. თქვენს თითქმის ყველა იდეას ოჯახი და მეგობრები მხარს უჭერენ. ამ დღეს შეგიძლიათ საკუთარი თავი ძვირადღირებული ნივთების შეძენით გაანებივროთ.
ლომი
ამ დღეს გუნდში კონკურენცია შეიძლება გაიზარდოს. მომხდარზე მშვიდად რეაგირება გიჭირთ. ახალი ამბები და მნიშვნელოვანი მოვლენები გაიძულებთ სწრაფი რეაგირების რეჟიმში გადახვიდეთ. გირჩვთ თავისუფალი დრო აქტიურად გაატაროთ და რაც მთავარია, მარტოობას მოერიდოთ.
ქალწული
შეეცადეთ ეს დღე თავდაჯერებულობის მოსაპოვებლად და თვალსაწიერის გასაფართოვებლად გამოიყენოთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ნებისმიერ, ყველაზე რთულ საქმესაც კი მარტოვად გაუმკლავდებით და წარმატებას მიაღწევთ. შესანიშნავი დროა ნებისმიერი ინიციატივისთვის. თქვენს ყველა წამოწყებას გარშემო მყოფთა მხრიდან მხარდაჭერა ელის.
სასწორი
აირჩიეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები და თანმიმდევრულად განახორციელეთ. ეცადეთ ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ. მოსალოდნელია მატერიალური პრობლემების მოულოდნელი გამწვავება და ოჯახის წევრთან ან ნათესავთან უთანხმოება. ამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ემოციების გაკონტროლება და სიმშვიდის შენარჩუნება შეძლოთ.
მორიელი
ემოციების ზემოქმედებით დაუფიქრებელი გადაწყვეტილება რომ არ მიიღოთ, ვარსკვლავები მცირე ფსიქოლოგიურ განტვირთვას გირჩევენ. კარგი იქნება თუ საკუთარი პრობლემების შესახებ სანდო მეგობარს ან ოჯახის წევრს უამბობთ. ზოგადად, ეცადეთ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში ოჯახის წევრები ჩართოთ. მათი მხარდაჭერით უამრავ პრობლემას დაძლევთ.
მშვილდოსანი
ნუ დაგეგმავთ ძალიან ბევრ საქმეს, ეცადეთ დასვენებისთვის დრო დაიტოვოთ. თანამშრომლების ან ბიზნესპარტნიორების მოქმედებამ ან პირიქით, უმოქმედობამ შეიძლება გაგაწყენოთ, მაგრამ გირჩევთ რაიმეს გარკვევა ან დამტკიცება არ სცადოთ. თუ გადაუდებელი საქმე არ გაქვთ, გირჩევთ პირადი საკითხების მოგვარებისთვის დრო გამონახოთ.
თხის რქა
ჯერჯერობით, ახალი საქმის დაწყებისგან თავი უნდა შეიკავოთ. ნებისმიერი ქმედება, სიტყვა და აზრიც კი ყურადღებით უნდა აკონტროლოთ. გირჩევთ ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინოთ. ეცადეთ დატვირთვის განრიგი და კვების მენიუ შეცვალოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ უფრო ენერგიული და შრომისუნარიანი გახდეთ.
მერწყული
ინტელექტუალურ მუშაობას შეიძლება მოულოდნელი აღმოჩენები ახლდეს. ერიდეთ სტრესს და ნერვიულობას. თუ ხვდებით, რომ დახმარება გჭირდება, გირჩევთ საჭირო ადამიანებს დროულად მიმართოთ. ეცადეთ ნებისმიერი სადავო საკითხი მშვიდობიანად მოაგვაროთ.
თევზები
ეს დღე მშვიდად ჩაივლის. ეცადეთ თავისუფალი დრო გამონახოთ და საკუთარი თავი რაღაც სასიამოვნო ნივთით გაანებივროთ.მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას ეცადეთ ოჯახის სურვილები და ინტერესები გაითვალისწინოთ, რადგან ეს მხოლოდ თქვენ კი არაერთობლივ ქონებას, ინტერესებს და ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება.