თეგებით ძიება

"ვისაც უფულოდ მგზავრობა ან ურიგოდ რამის აღება გინდათ, ინბოქსში შემეხმიანეთ" - ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს:

"დღეს ტაქსში ჩავჯექი თუ არა, მძღოლმა პირბადე თვალებამდე აიწია, ხელზე სითხე დაისხა და 5 წუთი იზელდა. მერე დაძრა მანქანა, მე გულგახეთქილი ვზივარ, დახველება მინდა და ტავს ვიკავებ რო გული არ გაუსკდეს. ბოლოს რო გავლურჯდი და მივხვდი რო ვიხრჩობოდი, ნაზად ჩავახველე – სკამიანად შეხტა. ცოტა ხანი ვიკავე თავი მორიგ გალურჯებამდე, მერე კიდე დავახველე, ამჯერად ორჯერ და თვალები გადმოყარა. დავაპირე ახსნა რომ ბრონქიტი მაქვს და ტემპერატურის ცვლილებაზე მიტყდება ხველა და არ შეგეშინდეთმეთქი და როგორც კი პირი გავაღე, უკვე მივხვდი რო ტაქსში სიკვდილი არ მინდოდა და მივუშვი ხველა. ხოდა არ ვამეტებ – თავზე გადაისხა ის სითხე – მიმიყვანა ადგილამდე, არ მინდა ფულიო, აბა ჩემ გადაწოდებულს ხელს ხო ვერ მოკიდებდა და გაუჩინარდა.

მოკლედ, ვისაც უფულოდ მგზავრობა ან ურიგოდ რამის აღება გინდათ, ინბოქსში შემეხმიანეთ", - წერს ფეისბუქზე სარიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა