თეგებით ძიება

ვისაც უფულოდ მგზავრობა ან ურიგოდ რამის აღება გინდათ, ინბოქსში შემეხმიანეთ – ირინა სარიშვილი

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში ტაქსით მგზავრობისას თავს გადახდენილ სახალისო ამბავზე წერს:

„დღეს ტაქსიში ჩავჯექი თუ არა, მძღოლმა პირბადე თვალებამდე აიწია, ხელზე სითხე დაისხა და 5 წუთი იზელდა. მერე დაძრა მანქანა, მე გულგახეთქილი ვზივარ, დახველება მინდა და თავს ვიკავებ რო გული არ გაუსკდეს.

ბოლოს რო გავლურჯდი და მივხვდი რო ვიხრჩობოდი, ნაზად ჩავახველე – სკამიანად შეხტა. ცოტა ხანი ვიკავე თავი მორიგ გალურჯებამდე, მერე კიდე დავახველე, ამჯერად ორჯერ და თვალები გადმოყარა. დავაპირე ახსნა რომ ბრონქიტი მაქვს და ტემპერატურის ცვლილებაზე მიტყდება ხველა და არ შეგეშინდეთ – მეთქი და როგორც კი პირი გავაღე, უკვე მივხვდი რო ტაქსიში სიკვდილი არ მინდოდა და მივუშვი ხველა.

ხოდა არ ვამეტებ – თავზე გადაისხა ის სითხე – მიმიყვანა ადგილამდე, არ მინდა ფულიო, აბა ჩემ გადაწოდებულს ხელს ხო ვერ მოკიდებდა და გაუჩინარდა.

მოკლედ, ვისაც უფულოდ მგზავრობა ან ურიგოდ რამის აღება გინდათ, ინბოქსში შემეხმიანეთ.“ – წერს ირინა სარიშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა