თეგებით ძიება
29. 01. 2021 მსოფლიო

საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულებს მკურნალობენ, ხანძარი გავრცელდა- დაღუპულია 4 ადამიანი

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტის იმ საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით დაავადებული პაციენტები მკურნალობდნენ, ხანძარი გავრცელდა, რამაც სულ მცირე 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მატეი ბალსის საავადმყოფოში ცეცხლი პირველ სართულზე გავრცელდა, რამაც აიძულა სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობა დაუყოვნებლივ ევაკუაცია დაეწყო იმ 100 ადამიანის, რომლებიც იმ დროისთვის პალატებში იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.

რუმინეთის საგანგებო სამსახურების თქმით, ამ დრომდე დაუზუსტებელია დაშავებულ ადამიანთა სრული რაოდენობა. მომხდარიდან რამდენიმე საათის შემდეგ საავადმყოფოს აივნებზე უკვე შეიმჩნეოდა ცეცხლის კვალი - კედლები დანახშირებული და შავად გამურული იყო ხანძრის ფონზე. გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლების ორგანიზებით, ანტი-კორონავირუსული ვაქცინაციის პროცესი სწორედ ზემოხსენებულ საავადმყოფოში დაიწყო.

რუმინეთში ინფიცირების 700 000 შემთხვევაა, რომლის ფონზეც 18 000 ადამიანია გარდაცვლილი.



წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა