თებერვლის იღბლიანი და უიღბლო დღეები ფენ-შუის მიხედვით
ფენ-შუი-პროგნოზი 2021 წლის თებერვლისთვის მოგცემთ საშუალებას, გაიგოთ რა გელოდებათ მთელი თვის განმავლობაში, რომელი იქნება იღბლიანი და უიღბლო დღეები და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება მთელი ამ ხნის მანძილზე.
საერთო პროგნოზი 2021 წლის თებერვლისთვის
თებერვალში , „№ 2 მფრინავი ვარსკვლავი“-ს უარყოფით გავლენა, შესამჩნევად შესუსტდება. აქედან გამომდინარე, ადამიანების უმრავლესობას დაეუფლება სიმსუბუქისა და სიმშვიდის შეგრძნება. ამ შეგრძნებების კიდევ უფრო გასაძლიერებლად, კარგი იქნება გამოიყენოთ მეტალის ენერგია. ფენშუის მიხედვით ეს შეიძლება იყოს სპილენძის ჰულუს გოგრა, ექვსი მონეტის სამაჯური, ან მეტალის ფიგურა.
ამ თვის კიდევ ერთი ტრადიცია გახლავთ - მნიშვნელოვან ადამიანებთან ურთიერთობების გამყარება. ამისთვის საჭიროა „№ 3 მფრინავი ვარსკვლავის“ ენერგიის გაძლიერება. დადგით საწოლის თავთან წყლით სავსე ჭიქა, ან ვაზა ცოცხალი ყვავილებით. მთავარია წყალი იყოს დამდგარი და ხმას არ გამოსცემდეს.
თებერვალში ბევრი იღბლიანი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. ისარგებლეთ ამით და მიუდექით ნებისმიერი საქმეს გონივრულად.
იღბლიანი დღეები ფენშუის მიხედვით
3-7 თებერვალი
საუკეთესო დღეებია არაერთი რთული საკითხის მოსაგვარებლად. ამ დღეებში დიდი დრო უნდა გაატაროთ სახლის დასავლეთ ნაწილში და სასურველია იქ მეტალის ნივთები დადგათ.
14 თებერვალი
საუკეთესო დღეა პირადი საკითხების მოსაგვარებლად. 15:00-დან 19:00 საათამდე პერიოდი ხელსაყრელია ახალი კონტაქტების დასამყარებლად, პაემნისთვის, საყვარელ ადამიანეთან შესარიგებლად.
16 თებერვალი
შესანიშნავი დღეა პირადი საკითხების მოსაგვარებლად. თუმცა ახლა უკვე კარგია თუ ამ საკითხების მოგვარებას დილიდანვე დაიწყებთ. საუკეთესო დროდ 8:00-დან 12 :00 საათამდე პერიოდი ითვლება.
18 თებერვალი
საუკეთესო დღეა ახალი საქმის დასაწყებად, ასევე სამუშაო ადგილის შეცვლისთვის, ენების შესწავლის დაწყებისთვის. ყველა ის საქმე, რასაც ამ დღეს დაიწყებთ, ხანგრძლივ წარმატებას მოგიტანთ. განსაკუთრებით ეფექტურად გამოიყენეთ 14:00 დან 23:00 საათამდე პერიოდი.
უიღბლო დღეები ფენშუის მიხედვით
9 თებერვალი
ამ დღის უარყოფითი გავლენა შეგიძლიათ შეამციროთ ცისფერი ფერის ყვავილით. დადგით იგი ოთახის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. ან ჩაანაცვლეთ ის სანათით რომელსაც ცისფერი შუქი ექნება. ქალებს რეკომენდაცია ეძლევათ ამ დღეს ფრჩხილებზე ცისფრი ფერის ლაქი წაისვან.
11 თებერვალი
ეცადეთ ამ დღის ნეგატიური ენერგია შეამციროთ აქტიური წყლის მეშვეობით, მაგალითად შადრევანი, მოშვებული ონკანი და ა.შ. ამ დღეს დიდი დრო გაატარეთ წყალთან, საღამოს აუცილებლად მიიღეთ შხაპი. ხოლო დღისით, თუ ამის შესაძლებლობა გექნებათ საცურაო აუზს ესტუმრეთ.
17 თებერვალი
კარგი იქნება თუ ამ დღეს სახლში გაატარებთ, რათა სისულელეების ცადენისგან თავი დაიზღვიოთ. თუ შეგიძლიათ თქვენი ენერგია სწავლისკენ მიმართოთ, საუკეთესო შედეგს მიიღებთ.