ყველაზე ერთგული მეუღლეების რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნებში
ნახეთ რამდენად ერთგულები არიან ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში სხვადასხვა ზოდიაქოს ნიშნის მამაკაცები.
12. მორიელი
ვნებიანი და უზმოდ სექსუალური. უმეტეს შემთხვევაში, ის ერთ ურთიერთობაზე არ შეჩერდება.
11. მშვილდოსანი
მშვილდოსნის აზრით, ცხოვრება თამაშია. მაშინაც კი, თუ ის თავისი ცხოვრების ქალს იპოვის, სხვა ქალების მიმართ ინტერესს არ დაკარგავს.
10. კირჩხიბი
ის კარგი მეოჯახეა, მაგრამ მისთვის საკუთარი კომფორტი და ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია, თუმცა, გამონაკლისებიც არსებობს.
9. ტყუპები
ის სიყვარულისთვის ყველაფერზე მიდის, შემდეგ კი უკვე აწყობილ ურთიერთობას ტოვებს და გარბის, რადგან ერთფეროვნების გამო მოიწყინა.
8. მერწყული
ის ძალიან თავისუფლებისმოყვარე და დამოუკიდებელია, ამიტომ ნუ ეცდებით აკონტროლოთ და თავისუფლება შეუზღუდოთ.
7. ვერძი
თუ შეძლებთ, რომ მის თავგადასავლებს წერტილი დაუსვათ, კარგი ქმარი გახდება, მაგრამ ეს ადვილი არ იქნება.
6. სასწორი
სასწორისთვის ღალატი ერთფეროვანი ცხოვრებიდან გამოსავლის პოვნაა. ეცადეთ თქვენი ცხოვრება მრავალფეროვანი და საინტერესო გახადოთ და ის ძალიან ერთგული ქმარი იქნება.
5. ქალწული
ქალწულებსყველაფრის გაანალიზება, მოსალოდნელი შედეგების გათვლა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება უყვართ, ამიტომ ოჯახურ ცხოვრებაში შეცდომებს იშვიათად უშვებენ.
4. ლომი
ლომი შესანიშნავი კანდიდატია. ერთადერთი პრობლემაა, რომ არ მოსწონს, თუ ქალი მასზე უფრო მაღალი სტატუსით გამოირჩევა.
3. თევზი
ისინი ძალიან მგრძნობიარეებ არიან და ურთიერთობაში ბოლომდე იხარჯებიან.
2. თხის რქა
კონსერვატიულად მოაზროვნე მამაკაცი, რომლისთვისაც ოჯახი წმინდათწმინდაა. ის ცოლისა და შვილებისთვის ნებისმიერ დაბრკოლებას გადალახავს.
1. კურო
ის ყველაზე ერთგული ქმარია ზოდიაქოს ნიშნებს შორის. მზადაა საყვარელი ადამიანის გულისთვის ყველაფერი გააკეთოს.