თეგებით ძიება

30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ხელსაყრელი დროა შემოქმედებითი ამბიციების დაკმაყოფილებისა და პროფესიული უნარების გაუმჯობესებისთვის. მოსალოდნელია ხელფასის ზრდა ან პრემია. თუ შესაძლებელია, დისტანციურ მუშაობაზე გადადით - ამას შესანიშნავად გაუმკლავდებით. სასიყვარულო ურთიერთობაში სიურპრიზი გელით.

კურო
საკმარისი ძალა, გამძლეობა, გამომგონებლობა და იღბალიც კი გაქვთ, რომ თქვენი იდეები გააცოცხლოთ. ყველაზე კარგი კი ისაა, რომ საყვარელი ადამიანი ყველა ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს შეგიწყობთ. დღის მეორე ნახევარში თავი შეიკავეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან კომპანიებში, სადაც სერიოზული კონფლიქტის შესაძლებლობა არსებობს.

ტყუპები
ამ პერიოდის განმავლობაში მეტი აქტიურობა უნდა გამოიჩინოთ, განსაკუთრებით ურთიერთობასთან დაკავშირებულ საკითხებში, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ უფროსმა და კოლეგებმა შეიძლება ვერ გაგიგოთ. მოერიდეთ ფინანსურ რისკებს. სასურველია, რომ საღამო ახლო მეგობრებთან ერთად ან სრულ მარტოობაში გაატაროთ.

კირჩხიბი
დროა საკუთარ ჯანმრთელობაზე და გარეგნობაზე იფიქროთ. ეცადეთ სწორად იკვებოთ, ივარჯიშოთ და სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ. კარგი დროა მოგზაურობისთვის და ცუდი დროა საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გარკვევისთვის.

ლომი
შესანიშნავ ხასიათზე ხართ და თქვენი ოპტიმიზმით გარშემო მყოფებს მოტივაციას აძლევთ. შეიძლება საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებამ ბევრი დრო და ენერგია წაგართვათ, მაგრამ ეს სასიამოვნო საქმიანობა იქნება. ამ დღეს შეგიძლიათ საკუთარ ინტუიციას ენდოთ. მოსალოდნელია ინფორმაცია, რომწელიცუყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.

ქალწული
ამ დღეს ნურავის ნურაფერს დაპირდებით- გარემოებები შეიძლება ისე განვითარდეს, რომ მათი შესრულება გაგიჭირდებათ. თავი შეიკავეთ ადამიანებთან თანამშრომლობისგან, რომლებსაც კარგად არ იცნობთ. მეგობრებს შეიძლება მოულოდნელად, საინტერესო და შემოსავლიანი იდეები მოგაწოდონ.

სასწორი
თამამად შეგიძლიათ დაწყებულ საქმეებზე მუშაობა განაგრძოთ. ამჟამად მარტო მუშაობის ნაცვლად, პარტნიორებთან კონტაქტში უნდა იმოქმედოთ ან მათი რჩევები გაითვალისწინოთ. ოჯახის წევრებთან საუბრისას თავი აარიდეთ პოტენციურად მგრძნობიარე და მტკივნეულ თემებს და ეცადეთ კრიტიკას მშვიდად შეხვდეთ. მოგზაურობის დაწყებისთვის არახელსაყრელი დღეა.

მორიელი
ეცადეთ საკუთარი თავი და შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ. შეიძლება გეჩვენებათ, რომ ნებისმიერ ამოცანასთან გამკლავება შეგიძლიათ და ამის გამო ზედმეტად გაუმართლებლად ბევრი პროექტი წამოიწყოთ. გაითვალისწინეთ, რომ ეს თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებს. ფინანსური საკითხების მოგვარებისას ფრთხილად უნდა იყოთ.

მშვილდოსანი
სიფრთხილე გამოიჩინეთ უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას, რომ მზაკვრული ჩანაფიქრის მსხვერპლი არ გახდეთ. ბიზნესმენებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ გარიგების იურიდიულ მხარეს. ფინანსურ საქამეებში მინიმალური რისკსაც კი უნდა ერიდოთ. ყველაზე რთული ამოცანების მოგვარება სამომავლოდ გადადეთ - ახლა ამისთვის არახელსაყრელი დროა.

თხის რქა
ამ დღეს ასჯერ უნდა დაფიქრდეთ, სანამ ერთხელ გაჭრით. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ინფორმაცია კარგად უნდა გადაამოწმოთ. სამსახურში მოსალოდნელია კონფლიქტი. ერიდეთ ვალის აღებას და ფულის გასესხებას. ეცადეთ წარსულის მოგონებებისგან გათავისუფლდეთ და აწმყოთი იცხოვროთ. გირჩევთ დღის მეორე ნახევარი ოჯახს დაუთმოთ.

მერწყული
სამსახურში საქმე შესანიშნავად მიდის. ახლა მთავარია ემოციებს არ აჰყვეთ და ნაჩქარევი გადაწყვეტილები არ მიიღოთ. შესაძლოა, ვიღაცას თქვენი დახმარება დასჭირდეს და გირჩევთ თხოვნაზე უარი არ უთხრათ. დღის მეორე ნახევარი მშვენიერი დროა ოჯახური ურთიერთობების გამტკიცებისთვის.

თევზები
ეცადეთ დაწყებული საქმეები დაასრულოთ და ამ დროს ყურადღება არა სიჩქარეზე, არამედ მიღებული შედეგის ხარისხზე გაამახვილოთ. ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას და იმუნიტეტს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა