“მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ეს ქალი ბავშვებს ყიდის და ამით გამდიდრდა” – ინდირა ჯგერნაია მარიამ კუკუნაშვილს პასუხობს
სუროგაციის ცენტრის “ნიულაიფის” ხელმძღვანელის, მარიამ კუკუნაშვილის პოსტს, რომელიც მან ინდირა ჯგერნაიას მიუძღვა, “პრაიმამბების” მეშვეობით, ინდირა ჯგერნაია ეხმიანება.
„მთელმა ერმა და ქვეყანამ იცის, რომ მარიამ კუკუნაშვილი ბავშვებს ყიდის საზღვარგარეთ და ამით გამდიდრდა. ეს არის ქალი, რომელიც სუროგაციით არის დაკავებული და ამ გზით გაჩენილი ბავშვებით ვაჭრობს უცხოეთში.
ასეთ ქალს რაზე, საერთოდ, რა მორალზე უნდა ველაპარაკო? ასეთ ადამიანებს, ჩვენს ქვეყანაში ხმის ამოღების უფლებას რატომ აძლევენ, ძალიან მიკვირს. გაითვალისწინეთ, რომ მსგავსი ადამიანების მცდარ აზრს, მოსახლეობას ნუ მოახვევთ“, - ამბობს ინდირა ჯგერნაია.
ცნობისთვის, მარიამ კუკუნაშვილმა ფეისბუქზე შემდეგი შინაარსის პოსტი გაავრცელა: “ბავშვის ყოლა მარტო ქალის გადასაწყვეტი არ არის. გენეტიკურ მამას აქვს უფლება გადაწყვიტოს, უნდა თუ არა შვილი. დიდი ბოდიში მომითხოვია ინდირასთან, მაგრამ პოსტსაბჭოთა, გოიმი ქალების “ხოდია”, ნებისმიერ გატ…რებაზე შვილის გაჩენა კაცის შენარჩუნების მიზნით.”