თეგებით ძიება

ციფრული ტატუ სხეულზე - როგორ მოვიზიდოთ ფული, იღბალი და სიყვარული რიცხვების დახმარებით?

ეზოთერიკაში რიცხვებს სიმბოლურ მნიშვნელობა ენიჭება, რომელიც მათ სამყაროს ენერგიასთან აკავშირებს. აქედან გამომდინარე, ბევრი ადამიანი სხეულზე ციფრულ ტატუს აიკეთებს, რომ ცხოვრებაში გარკვეული ენერგია: სიყვარული, იღბალი, სიმდიდრე მიიზიდოს. ამ შემთხვევაში, ყველაზეწ მნიშვნელოვანი სწორი რიცხვის შერჩევაა.

ნუმეროლოგიაში „ცხრა" ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი და ძლიერი რიცხვია - მისტიკისა და შეუცნობელის რიცხვი. ითვლება, რომ ცხრიანი ფულს და ახალ შესაძლებლობებს იზიდავს.

თუ ეს საკითხი თქვენთვის მნიშვნელოვანია, აუცილებელი არაა ტატუ გაიკეთოთ. აიღეთ წითელი ან მწვანე მარკერი ან კალამი, მაჯაზე დაიწერეთ 9 და სამჯერ თქვით: „კოდირებას ვახდენ ფულზე". თუნდაც წარწერა რამდენიმე დღეში წაიშალოს, რიტუალი მუშაობას გააგრძელებს და ფულს მიიზიდავს.

„რვა" სიმეტრიული რიცხვია, რომელიც უსასრულობის ნიშანს და სულიერი და ფიზიკური სამყაროს ერთიანობას წარმოადგენს. ის მაქსიმალური სტაბილურობისა და ბალანსის სიმბოლოა. სულიერ სწავლებებში კი სამოთხეს და ბედნიერებას განასახიერებს.

„შვიდი" - იდუმალებისა და სამყაროს რიცხვია და მთლიანობას განასახიერებს (ცისარტყელას 7 ფერი, კვირის 7 დღე, 7 მომაკვდინებელი ცოდვა). მაგიაში, შელოცვების უმეტესობა 7-ჯერ მეორდება ან 7 კვანძის შელოცვა ხდება.

„ექვსი“ წონასწორობის ნიშანი და ადამიანის სულის სიმბოლოა. ის გრაფიკულად შეიძლება იყოს გამოსახული, როგორც ექვსკუთხედი ან ექვსქიმიანი ვარსკვლავი (დავითის ვარსკვლავი).

"ხუთი" ადამიანის უნივერსალური სიმბოლოა. ხუთქიმიანი ვარსკვლავი ან პენტაგრამა (ფიგურა, რომელიც აგებულია სწორი ხუთკუთხედის ყველა დიაგონალის გაერთიანებით) ინდივიდუალურობასა და სულიერ განვითარებას განასახიერებს, თუ წვერით ზემოთ არის მიმართული, თუ ქვემოთ, შავი მაგიისა და ჯადოქრობის სიმბოლოა.

„ოთხი" - ღმერთისა და მის მიერ შექმნილი მატერიალური სამყაროს სიმბოლო ( წელიწადის 4 დრო, დედამიწის ოთხი მიმართულება, მთვარის ფაზები). ეს არის სტაბილურობის, წონასწორობის, სამართლიანობის ნიშანი. ეზოთერიკაში „4" ტანჯვისა და განწმენდის რიცხვია.

„სამი" უძლიერესი რიცხვია, ჰარმონიის სიმბოლო და სულიერი განვითარების უმაღლესი დონის გამოვლინება. მას ხშირად განმარტავენ, როგორც წარმატების ნიშანს და რიტუალურ ფიგურას.

„ორი" არის პოლარობისა და ურთიერთსაწინააღმდეგობის სიმბოლო (ინი -იანი, სულიერი-მატერიალური, შექმნა-განადგურება).

„ერთი" - დასაწყისი, ცენტრი, ღვთიური არსი, ადამიანის ინდივიდუალურობის ნიშანი და მარტოობის სიმბოლო. ზოგიერთ რელიგიაში ის ღმერთს განასახიერებს.

და ბოლოს, სანამ ხელზე რიცხვს დაიწერთ, დარწმუნდით, რომ ის თქვენს შინაგან სამყაროსთან შესაბამისობაშია.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა