„ერთი წელია შეუფრინდი ანგელოზებს კალთის ქვეშ“ – ანიტა ფაცაციას გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა
ანიტა ფაცაციას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა.
"ერთი წელი გავიდა ჩვენო წამწამებიანო, ხაჭაპურა გოგო, ბაჭია.
ერთი წელია შეუფრინდი ანგელოზებს კალთის ქვეშ.
ერთი წელია მონატრებად გვექეცი და კიდევ უფრო დიდ სიყვარულად.
ერთი წლის წინ ამ დროს თავს დამტყდარ უზარმაზარ ტკივილთან ერთად იმას ვფიქრობდით, როგორ გვეთქვა შენ ირგვლივ გაერთიანებული ამდენი მოსიყვარულე ადამიანისთვის შენი ცად გაფრენა, როგორ მოვფრთხილებოდით მათ სიყვარულით სავსე გულებს.
რთი წელია ეს ადამიანები არ გტოვებენ და არ გვტოვებენ.
გვიყვარხარ და იყავი ჩვენთან", - წერენ ანიტა ფაცაციას ფონდის ჯგუფში.
2 წლის გოგონა დილატაციურ კარდიომიოპათიას ებრძოდა. პატარა ანიტას გულის კუნთის ოპერაცია ინდოეთში გაუკეთეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.