თეგებით ძიება

"ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ მსგავსი პოსტის დაწერა მომიწევდა" - 22 წლის ბიჭს დახმარება სჭირდება

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ნათია დიასამძე საზოგადოებას ტახმარებას სთხოვს. მისი ინფორმაციით, 22 წლის გიორგი დიასამიძეს გულის გადანერგვა სჭირდება, რისთვისაც 100 ატასი აშშ დოლარია საჭირო.

"ვერასოდეს წარმოვიდგენდი თუ მსგავსი პოსტის დაწერა მეც მომიწევდა, სიტყვები არმყოფნის გადმოვცე ის ემოცია რასაც ახლა ვგრძნობ.

სიცოცხლით აღსავსე ახალგაზრდა, ბიჭი,ძმა,რომლისთვისაც თვალებში შეხედვაც კი მერიდება....ვხედავ როგორ იბრძვის ვითომ ნერვიულობის გარეშე,მაგრამ თავლებში იკითხება ყოველივე ის რასაც ვერ გადმოსცემს...

ჯერ მხოლოდ 22 წლისაა და წინ დიდი მომავალი აქვს...ნიჭიერი,მხატვარი, სასწაული ხელის მქონე შეუძლებელია სხვა სტატუსით მოვიხსენიო....

დაუდგინდა გულის დილაქტაციური კარდიო მიოპათია, ესაჭიროება გულის ტრანსპლანტაცია(გადანერგვა) რომელიც ბელარუსიაშია შესაძლებელი.

ოპერაციისათვის საჭიროა 100 000$. როდესაც ეს ინფომაცია გავიგე თითქოს გაწყდა ჩემს ირგვლივ სიცოცხლე...ბოლოს დავფიქრდი და ვთქვი ჩემი დანებება შეუძლებელია, თუ არა მე ერთადერთი და მაშინ ვინ შეძლებს ამას...ეს აზრი მაძლიერებს,რომ მას ჩემზე მეტად ვერავინ დაუდგება გვერდში და დაეხმარება,ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ სახსალამათმა გააგრძელოს ცხოვრება ახალი ხალისით,ახალი მიზნებითა და სურვილებით ....მე ამის მჯერა და მინდა ბოლომდე მჯეროდეს....როდესაც სოც ქსელში მსგავს პოსტს ვნახულობდი შემეძლო თუ არა მაქსიმალურად ვცდილობდი უბრალო გაზიარებით,მინიმუმი თანხებით მაინც დავხმარებოდი....უფალს ვთხოვდი, რომ ყველა დედას შვილი გვერდით ჰყოლოდა....ახლა ჩვენ გვჭირდება ეს თანადგომა...გიორგის სჭირდება და ვფიქრობ უფალი არ გაგვწირავს. ყველაფერი კარგად იქნება", - წერს სოციალურ ქსელში გიორგის და, ნათია დიასამიძე.


ანგარიშის ნომრებია:
TBC, თიბისი: GE86TB7184345061100111
Bank of georgia,საქართველო : GE20BG0000000498605864
lIBERTY, ლიბერთი: GE60LB0711142229337000
მიმღები: ნათია დიასამიძე
Natia diasamidze
პირადი ნომერი: 05001012601. 12/11/2001


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა