თეგებით ძიება

"გაფრთხილება!!! არსებული პოსტი წარმოადგენს..." - რას წერს ექიმი

ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"Tamiflu (ოსელტამივირი)
გაფრთხილება!!!
არსებული პოსტი წარმოადგენს დღეისათვის არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების ანალიზს და თავისუფალია ინტერესთა კონფლიქტისაგან.


გთხოვთ თავი შეიკავოთ არასამედიცინო ან საკითხის არცოდნაზე დაფუძნებული კომენტარებისგან წინააღმდეგ შემთხვევაში კომენტარის ავტორი დაიბლოკება!!

კოქრეინის მეტა-ანალიზი და სისტემური მიმოხილვა (TAMIFLU COCHRANE META-ANALYSIS)
ბექგრაუნდი: ტამიფლუზე ჩატარებული მრავალი კვლევის შედეგი არასოდეს გამოქვეყნებულა და მის მწარმოებელ კომპანია - Roche-ს არ სურდა მონაცემთა ნებაყოფლობით გაცემა (ალბათ ადვილი მისახვედრია რატომ)
მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელებული სასამართლო ბრძოლის შემდეგ, კოქრეინის კოლაბორაციამ საბოლოოდ შეძლო როშესგან ყველა გამოუქვეყნებელი მონაცემების მიღება, რის შემდეგაც მათ ჩაატარეს მეტა-ანალიზი, რომელიც 2014 წელს გამოქვეყნდა.

ანალიზის მნიშვნელოვანი დასკვნები მოცემულია ქვემოთ.
Oseltamivir for influenza in adults and children, BMJ (2014) [PubMed abstract]
მეტა-ანალიზი მოიცავს Tamiflu-ს რანდომიზებულ, პლაცებო-კონტროლირებად კვლევებს.

ეს პრეპარატი გამოიყენება გრიპის მკურნალობის, პროფილაქტიკისა და ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისთვის.
შეფასდა როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში ჩატარებული კვლევები, რომლებიც ჩატარდა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებზე (მაგ. ასთმით, დიაბეტით და ა.შ.).

მკურნალობის პირველადი/ძირითადი შედეგები (primary outcome) - სიმპტომების შემსუბუქება, საავადმყოფოში მოხვედრა, გართულებები და ზიანი

რეზიუმე: ეს "ნანატრი" მეტა-ანალიზი ეჭვქვეშ აყენებს ტამიფლუს სარგებელს.

როგორც ჩანს, ტამიფლუ ამცირებს გრიპის სიმპტომებს მოზრდილებში დაახლოებით 17 საათით , გულისრევის და ღებინების გვერდითი ეფექტების ფასად (ხომ არ ამჩნევთ მსგავსებას რემდესივირთან)
ტამიფლუს აშკარა სარგებელი არ იქნა ნანახი ბავშვებში.

როდესაც საქმე ეხება კლინიკურად მნიშვნელოვან შედეგებს, როგორიცაა პნევმონია და ჰოსპიტალიზაცია, ტამიფლუს არანაირი დადასტურებული სარგებელი არ უჩვენებია არცერთ ჯგუფში.

არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების საფუძველზე, ტამიფლუს არ აქვს დადასტურებული მნიშვნელოვანი გავლენა კლინიკურად მნიშვნელოვან შედეგებზე (primary outcomes), როგორებიცაა პნევმონიის განვითარება და პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ანუ დამძიმება.

ფართოდ ამბულატორიულ პირობებში მისი გამოყენება არ არის მხარდაჭერილი.
ასევე აუმჯობესებს თუ არა ტამიფლუ ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში გამოსავალს გაურკვეველია.
ასევე Tamiflu-მ ვერ აჩვენა სარგებელი გრიპის პროფილაქტიკის კუთხით", - წერს ზაზა თელია ფეისბუქზე.

[flash=425,264]

Tamiflu (ოსელტამივირი) გაფრთხილება!!! არსებული პოსტი წარმოადგენს დღეისათვის არსებული სამეცნიერო მტკიცებულებების...Posted by Zaza Telia on ოთხშაბათი, 27 იანვარი, 2021

[/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა