თეგებით ძიება

"არასოდეს მხიბლავდა პიარ-გუნდაობა ფეკალიებით და ურთიერთთათხვა" - კონსტანტინე გამსახურდია დავით გარეჯზე

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილი, კონსტანტინე გამსახურდია დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"გარეჯის, თავის ყველა გეოგრაფიულ ნაწილში და ისტორიის ყველა ეტაპზე (ხაზგასმით) ქართული, მართლმადიდებლურ-დიოფიზიტური სამონასტრო კომპლექსის თემაზე: არასოდეს მხიბლავდა პიარ-გუნდაობა ფეკალიებით და ურთიერთთათხვა. არც ახლა მიზიდავს. დავწერ მხოლოდ რა უნდა გაკეთდეს:

საჭიროა გამოიყოს გრანტი და დაიდოს სამენოვანი კრებული, ქართულად, რუსულად, ინგლისურად - დავით გარეჯი, მისი ისტორია მე-6 საუკუნიდან დღემდე, რელიგიური დანიშნულება, ხელოვნება - კედელთმხატვრობა და არქიტექტურა, მათ შორის ამ ადგილების დემარკაციის ისტორია მე-20 საუკუნეში და 21-ე საუკუნის დასაწყისში.

საქართველოს ყავდა და ახლაც ყავს ძალიან კარგი ისტორიკოსები - როგორც ქრისტიანული ეკლესიის, ისე ახალი დროის, ასევე ხელოვნებათმცოდნეები, გეოგრაფები და იურისტები იმისთვის, რომ შეიქმნას საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი გამოცემა, მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე. რომ არაფერი ვთქვათ აწ განსვენებულებზე, ვინც ამ მხრივ რაღაც უკვე დადო.

დავივიწყოთ მეზობელთან მუქარა, ხელების გადაგრეხვის მოწოდებები, კბილების ღრჭენა. საქმიანი და პარტნიორული საუბარი გაცილებით მეტის მომცემი იქნება, ჩემი აზრით", - წერს ფეისბუქზე გამსახურდია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა