აირჩიეთ ლარნაკი და მიიღეთ რჩევა მომავალზე - ტესტი
ჩაიტარეთ ეს მარტივი ფსიქოლოგიური ტესტი. უბრალოდ აირჩიეთ ლარნაკი, რომელიც ყველაზემეტად მოგწონთ და წაიკითხეთ, რას ამბობს ის თქვენზე. ტესტი დაგაფიქრებთ.
რომელი აირჩიეთ?
ლარნაკი No1
ბევრი იმუშავეთ და ახლა დროა დაისვენოთ და მოეშვათ. იპოვნეთ დრო რომ დატკბეთ მზით და გააღვიძეთ თქვენში ბავშვი. იმოქმედეთ სპონტანურად, მაგალითად, მოულოდნელად დაგეგმეთ მოგზაურობა საზღვრებს მიღმა. ბევრი რამ არსებობს რისი გაგება და რითი ტკბობაც შეგიძლიათ.
გაანებივრეთ სხეული სასარგებლო პროცედურებით, გონება გასართობი დავალებებით, გული გაუღეთ მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ხშირად გვავიწყდება ის, თუ რა კარგად გამოგვდის გაცინება და გაღიმება. ეძებეთ საუკეთესო თქვენში და მაშინ შეძლებთ ბევრი კარგის გაკეთებას დანარჩენი სამყაროსთვის.
ლარნაკი No2
დადგა დრო შეერწყათ გარეშე სამყაროს, საკუთარ თავს და ბუნებას. თქვენ მარტო არ ხართ, დიდი სამყაროს ნაწილი ხართ და უნდა გახსოვდეთ, რომ აქ ყველაფერი დიდი ძალითაა ერთმანეთთან დაკავშირებული. მოიხსენით ნიღაბი და მიეცით თავს საშუალება გულწრფელად დაუკავშირდეთ გარემოს. დაიწყეთ საკუთარი თავით და შემდეგ შეისწავლეთ ყველაფერი გარშემო.
თუ სამსახურში ან სხვა ადამიანებთან პრობლემები გაქვთ, ეცადეთ შეხედოთ სიტუაციას მათი გადმოსახედიდან. დაივიწყეთ საკუთარი ეგო და კითხეთ: “როგორ შემიძლია გამოვასწორო სიტუაცია, რათა ყველაფერი მოგვარდეს?”
ლარნაკი No3
დრო დაივიწყოთ ყველაფერი არასასიამოვნო და მიენდოთ სამყაროს. დაე მოვლენები ისე შემოტრიალდეს როგორც საჭიროა. იცხოვრეთ დღევანდელი დღით და ნუ დატანჯავთ თავს სევდიანი ფიქრებით მომავალზე. იმ შემთხვევაში გაიგებთ რა გჭირდებათ, თუ მშვიდად იქნებით და საკუთარ მიზნებზე კონცენტრირდებით. გაექეცით აჩქარებულ გადაწყვეტილებებს, მიმართეთ მედიტაციას და საშუალება მიეცით დუმილს გმართოთ.
ლარნაკი No4
სწორ გზაზე ხართ! მართალია ყველაფერი ყოველთვის აშკარა არაა თქვენთვის, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. შესაძლოა ბევრი კითხვა გქონდეთ, მაგრამ სამყარო თქვენზე იზრუნებს. მუდამ ფიქრობთ და აანალიზებთ და ყველაფერი გამოგდით. ნუ იდარდებთ მომავალზე ან წარსულზე. უბრალოდ დატკბით თითოეული მომენტით. თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება გჭირდებათ, სწორ პასუხს მალე მიიღებთ.
ლარნაკი No5
დროა, რომ დაივიწყოთ წარსულის შეცდომები. ძალიან ბევრს ფიქრობთ იმაზე, რა შეიძლება მოხდეს იმის მაგივრად, რომ იცხოვროთ აწმყოთი. ხანდახან სასარგებლოა წარსულზე ფიქრი და იარების მოშუშება, მაგრამ აზრი არ აქვს ერთი და იგივე სიტუაციების კვლავ გამეორებას.
ეცადეთ თავი ხელში აიყვანოთ და მაქსიმალურად გამოიყენოთ ის, რაც დღეს გაგაჩნიათ. ყველაფერი თქვენ ხელთაა. წარსულიდან რომ გამოძვრეთ, ეცადეთ ის სხვას გაუზიაროთ. მიეცით თავს საშუალება უკანასკნელად გამოსცადოთ ძველი ემოციები და მათგან განთავისუფლდეთ. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს წინსვლას.
genius.ge