თეგებით ძიება

31 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა.

ვერძი
ამ დღეს თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი საკმაოდ დაბალია, ამიტომ ზედმეტ დატვირთვას უნდა მოერიდოთ. ჯანსაღი პროდუქტები მიირთვით, სრულფასოვნად გამოიძინეთ და მეტი დრო გაატარეთ გარეთსასიამოვნო ადამიანებთან.

კურო
თქვენს გარშემო შეიძლება საინტერესო იდეების მქონე ადამიანები აღმოჩნდნენ. გირჩევთ სიახლეებზე უარი არ თქვათ. თქვენი ზოგიერთი პრობლემის მოგვარება მეგობრების ან საყვარელი ადამიანის წყალობით შეგიძლიათ. სავარაუდოდ, იმ კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ, მოულოდნელ პასუხებს იპოვით.

ტყუპები
დაზოგეთ ენერგია და ერიდეთ სტრესულ სიტუაციებს. ამ პერიოდის განმავლობაში, თქვენ შეიძლება ზედმეტად მგრძნობიარე და გაღიზიანებული გახდეთ, ამიტომ ნებისმიერ წვრილმანს წყობიდან გამოგიყვანოთ. ეცადეათ თქვენი ენერგია სასიამოვნო საქმეებისკენ მიმართოთ.

კირჩხიბი
რომელიღაც პრობლემის გადასაჭრელად გავლენიან ადამიანთან დაკავშირებას უშედეგოდ ცდილობთ. ნუ შეეცდებით, რომ ნებისმიერი გზით მიზანს მიაღწიოთ. უმჯობესია, რომ ამ საკითხის გადაჭრა დროებით გადადოთ. გაითვალისწინეთ, რომ შექმნილ სიტუაციაში კონფლიქტის გამწვავება მხოლოდ ხელს შეგიშლით.

ლომი
ახლა ენერგია საკმარისზე მეტი გაქვთ, ამიტომ შეგიძლიათ ნებისმიერი კომპანიის სულისჩამდგმელი გახდეთ და თქვენი ოპტიმიზმით ადამიანები დამუხტოთ. შანსი გაქვთ, რომ ნაცნობების, მეგობრების ან კოლეგების საშუალებით დამატებითი სამუშაო მონახოთ. გირჩევთ მეტი დრო დაუთმოთ თქვენს ჯანმრთელობასა და ფიზიკურ მდგომარეობას.

ქალწული
ამ დღეს ყველაზე მეტად ნაჩქარევ და დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას უნდა ერიდოთ. დახმარებას არავის დაპირდეთ, სანამ სიტუაციაში ბოლომდე არ გაერკვევით. მეტი დრო დაუთმეთ საქმიანობას, რომელიც სიხარულს განიჭებთ - თუნდაც საყოფაცხოვრებო საქმეებს, სახლის რემონტს ან დასუფთავებას.

სასწორი
გირჩევთ საკუთარ თავს სასიამოვნო წვრილმანებზე უარი არ უთხრათ. ეს დღე ხელსაყრელია შეხვედრებისთვისა და გართობისთვის. შეცდომების დაშვების დიდი შანსია, მაგრამ საბედნიეროდ, მაღ დროულად შენიშნავთ და გამოასწორებთ, სანამ პრობლემები შეიქმნება. მთავარია, წვრილმანები არ გამოგეპაროთ.

მორიელი
ამ დღეს შესაძლებლობა საკუთარი ცხოვრების წესსა და გარემოში სასიამოვნო ცვლილებები შეიტანოთ. ხელსაყრელი დროა საქმიანობის შესაცვლისა და სახლის რემონტისთვის, ახალი გატაცებისა და პარტნიორების წრის გაფართოებისთვის.

მშვილდოსანი
ეს პერიოდი გამოცდას ჰგავს და შემდგომი მოვლენების განვითარება იმაზეა დამოკიდებულია, თუ როგორ ჩააბარებთ ამ გამოცდას. არსებობს საშიშროება, რომ არაკეთილსინდისიერი ადამიანების გარემოცვაში აღმოჩნდეთ. ერიდეთ ფულის სესხებას ან გასესხებას, თორემ შეიძლება ფინანსური სირთულეები წარმოიშვას.

თხის რქა
შესანიშნავი დღეა უსარგებლო ნივთებისა და ურთიერთობებისგან გათავისუფლებისთვის. მოიცილეთ უსარგებლო ნივთები, მოძველებული ურთიერთობები, რომლებიც ცუდ მოგონებებს აღგიძრავენ, მავნე ჩვევები... საღამოს ყველაფერი გვერდზე გადადოთ და სხეული და სული დაისვენოთ. სასურველია მასაჟი ან წყლის პროცედურები ჩაიტაროთ, დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეხვდეთ ან ნათესავებს შეურიგდეთ, რომლებსაც დიდი ხანია არ ელაპარაკებით.

მერწყული
თავს დაღლილად და გამოფიტულად გრძნობთ. შეიძლება თქვენი ყველა იდეა და ჩანაფიქრი ვერ განახორციელეთ, მაგრამ ეს დეპრესიის მიზეზი არაა. ვარსკვლავები გირჩევენ ისეთი საქმით დაკავდეთ, რაც სიხარულსა და კმაყოფილებას მოგანიჭებთ.

თევზები
ეცადეთ მძიმე აზრებისგან გათავისუფლდეთ და რამე სასიამოვნო და სსარგებლო საქმით დაკავდეთ. თუ შოპინგის მიოყვარული ხართ, აუცილებლად მაღაზიებში წადით და სასურველი ნივთები იყიდეთ, მაგრამ ეცადეთ, ვალებში არ გაეხვიოთ. დღის მეორე ნახევარი გართპბას და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობას დაუთმეთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა