"თუ ძილი - თვალის მოტყუებაა, სიკვდილიც იგივე იქნება - ოღონდ სხვისი თვალის" - გიორგი კეკელიძე
ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"თუ ძილი - თვალის მოტყუებაა, სიკვდილიც იგივე იქნება - ოღონდ სხვისი თვალის. როგორც იმ თამაშშია - შენ იხუჭები და ის გადის. ამიტომაც ის უფროა გამარჯვებული. და შენ ტყუილად ყვირი: გამარჯვებულო სადა ხარ, გამარჯვებულო გამოდი! ნუ გეშინიათ სიკვდილის. ოდესმე სხვა დაიხუჭება და ჩვენ გავალთ. მაშინ ვიპოვით ,,დაკარგულ’’ გამარჯვებულებს", - წერს ფეისბუქზე კეკელიძე.