"თემურ წიკლაურის მდგომარეობა გართულდა და დამძიმდა" - ქეთი წიკლაური
მომღერალ თემურ წიკლაურის შვილი, ქეთი წიკლაური მამის შესახებ სოციალურ ქსელში წერს, სადაც აღნიშნავს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.
„მეგობრებო, თემურზე საუბარი რადგან დავიწყე, ახლაც მოკლედ რამოდენიმე სიტყვას ვიტყვი, ვიცი, ბევრი თქვენგანი ჩემი მამის შესახებ ყოველდღე სიახლეს ელის.
თუმცა ამ წუთისთვის კარგი სიახლე არ გვაქვს, თემურის მდგომარეობა გართულდა და დამძიმდა.
მართალია ჩვენ იმედიანად ვართ, მაგრამ ფაქტია მისი მდგომარეობა გაუარესდა.
ჩვენ გვესმის, თუ ზოგადად მსოფლიოში ამ ვირუსის გამო როგორი მძიმე ვითარებაა, მაგრამ ყველას გთხოვთ, უმორჩილესად გთხოვთ ჩვენი ოჯახის და კერძოდ თემურ წიკლაურის ამჟამინდელი მდგომარეობა გაითვალისწინოთ და არანაირ ჭორსა თუ მითქმა-მოთქმას აჰყვეთ და ფბ-ზეც ცრუ ამბების გაზიარებისგანაც თავი შევიკავოთ.
ასეთ დროს ტყუილ-მართალი ერთმანეთში ირევა და კიდევ უფრო მძიმე ატმოსფერო იქმნება, პირადად გაცნობებთ რა ხდება, რა მოხდა და საქმე როგორ შემოტრიალდა სასიკეთოდ თუ სხვაგვარად.
გთხოვთ მხნეობას. მადლობა თანაგრძნობისთვის!
პატივისცემით ქეთი წიკლაური“,- წერს მომღერლის შვილი.