თეგებით ძიება

რატომ არ შეიძლება გარდაცვლილზე ცუდის თქმა?

სიკვდილთან ყველა კულტურაში უამრავი წესი და რიტუალი ასოცირდება. შეუძლებელია ყოველთვის გარკვევით დავადგინოთ როგორ და საიდან მოვიდნენ გაჩნდნენ ისინი და რა მიზანს ისახავენ, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, მათი დაცვა სავალდებულოა.

ფრაზა „გარდაცვლილებზე ან კარგს ამბობენ ან არაფერს“ უძველესი დროიდან თაობიდან თაობას გადაეცემა. ერთ დროს, ძველ საბერძნეთში არსებობდა საგანგებო განკარგულება, რომელიც გარდაცვლილის ცუდად მოხსენიებას კრძალავდა. განსაკუთრებით, გარდაცვალებიდან 40 დღის მანძილზე. კანონის დამრღვევს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა. ზოგიერთი ვერსიის თანახმად, ცუდად მოხსენიების შემთხვევაში შეურაცხყოფილი სული შეიძლება გარდაცვლილთა სამყაროდან დაბრუნდეს და შური იძიოს. სხვა ვერსიით, „ცუდი შეფასებები“ გარდაცვლილის სულს ამძიმებს და ზეცაში წასვლის საშუალებას არ აძლევს.

თუ აკრძალვას ადეამიანური და მორალური თვალსაზრისით შევაფასებთ, გარდაცვლილი თავს ვეღარ გაიმართლებს და თავის შეურაცხმყოფელს პასუხს ვეღარ მოსთხოვს. ამიტომ არაეთიკურად მიიჩნევა ბრალი დასდო იმას, ვისაც პასუხის გაცემა არ შეუძლია. არანაკლებ მნიშვნელოვანი გარდაცვლილის ახლობლებისა და მეგობრების მწუხარების პატივისცემა.

გარდაცვლილი ადამიანების მოხსენიებასთან დაკავშირებული აკრძალვების კიდევ ერთი ახსნა იმას უკავშირდება, რომ სულის ენერგეტიკული სტრუქტურა სიკვდილის შემდეგაც განიცდის მისი მისამართით ნათქვამ სიტყვებს. ამასთან, გარდაცვალების შემდეგ სული ზეციურ ენერგიას უერთდება და მისგან ძლიერ დაცვას იღებს. შესაბამისად, მისი მიმართულებით გაგზავნილი უარყოფითი ენერგია გამომგზავნს ჯანმრთელობის პრობლემებისა და ფინანსური ზარალის სახით უბრუნდება.

ეზოთერიკოსებიც ამავე თვალსაზრისს იზიარებენ. სიტყვას, რომლითაც ერთი ადამიანი მეორეს განიკითხავს, ძლიერი ენერგეტიკა ახლავს. სხვა სამყაროში გაგზავნილი უარყოფითი ენერგია გაორმაგებული ძალით უბრუნდება მის გამომგზავნს და ანადგურებს მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას.

რელიგიური თვალსაზრისით, გარდაცვლილის ცუდად მოხსენიება დიდი ცოდვაა. ქრისტიანობა ერთ ადამიანს მეორის განსჯის უფლებას არ აძლევს და აფრთხილებს, რომ ამისთვის საკუთარი სიკვდილის შემდეგ ღმერთის წინაშე მოუწევს პასუხის გაცემა.

შეეცადეთ დაიცვათ საუკუნეების მანძილზე ჩამოყალიბებული წესები, თუნდაც მარტო იმიტომ, რომ საკუთარ თავს ზიანი არ მიაყენოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა