"ყველაზე ეფექტური გზა ებრძოლო ნაოჭებს არის ..." - რას გვირჩევს ექიმი
ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"საუკეთესო, ყველაზე ეფექტური გზა ებრძოლო ნაოჭებს არის - მოახდინო მათი გაჩენის პრევენცია. ამ პრევენციაში პირველი ადგილი უჭირავს თამბაქოს ელიმინაციას.
პარადოქსია როდესაც ადამიანი იყენებს მრავალ არაფრის მომცემ ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროდუქციას კანის დაბერების პრევენციის მიზნით და ამავდროულად თამბაქოს მომხმარებელია. ეს იგივეა რაც ცეცხლის ჩაქრობის მიზნით მასზე წყლის დასხმის მაგივრად ბენზინი დაასხა", - წერს მედიკოსი ფეისბუქზე.