თეგებით ძიება

"იძინე მშვიდად... " - ათენში 21 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში 21 წლის ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ემიგრანტების არხის" დამფუძნებელი, შოთო სიხარულიძე წერს.

"გარდაიცვალა 21 წლის ემიგრანტი ქრისტინა ჩიხლაძე ათენში
ღმერთო მიეცი ძალა მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, სასუფეველში იყავი, რომ არა უფალი, ამდენ მწუხარებას ჩვენ ვერ გავუძლებდით.

კეთილად მოიხსენიე უფალო, მონა შენი ქრისტინა და კეთილთა შინა განუსვენე - განიხარე მის სულს.
იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი. ღმერთს სასუფეველში რჩეულები მიჰყავსო ამბობენ...

ულმობელმა სიკვდილმა ერთმანეთს ფიზიკურად დაგვაშორა, მაგრამ შენ არ იფიქრო, სიკვდილი შეძლებს შენდამი სიყვარულის განელებას. შენ მაინც ჩვენთან ხარ და ჩვენს გულებში აგრძელებ სიცოცხლეს. ჩვენთვის მარად უკვდავი ხარ, შენი სიკეთეებით და მოგონებებით. შენი სულის მოსაგონებლად ყოველთვის იციმციმებს დანთებული სანთლები და შენს საფლავზე აყვავებულ ყვავილებს არ მოაკლდება ნამი ცრემლებისა", - წერს სიხარულიძე ფეისბუქზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა