თეგებით ძიება

1-7 თებერვლის ასტროპროგნოზი ტაროლოგისგან - რა გელოდებათ სიყვარულისა და ფინანსების კუთხით

ტაროლოგი HER MIT ჩვენ მკითხველს მიმდინარე კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს სთავაზობს, როგორც ზოგადი, ასევე, სასიყვარულო ურთიერთობების და ფინანსური კუთხით.

ვერძი
ვერძებო, ეს კვირა თქვენგან ითხოვს სიფრთხილეს საუბარსა და ქმედებაში. შესაძლოა, თქვენს გარშემო დატრიალდეს არაჯანსაღი ჭორები, საუბრის მიტან-მოტანა. მოერიდეთ აზრის დაფიქსირებას და ნუ აყვებით ენებს.
პირადი ურთიერთობების კუთხით, კომუნიკაცია არამყარია ყველა მიმართულებით. თქვენში იზრდება აზარტულობა, რის გამოც ეთამაშებით ადამიანებს. ასევე, შესაძლოა თქვენც აზარტის საგანი გახდეთ. ამდენად, ამ ეტაპზე ნუ ენდობით ნურავის.
ფინანსურ-კარიერული საკითხები: ახლა შეჩერების პერიოდი გაქვთ, თუმცა, ეს არ ნიშნავს დანაკაგს. უბრალოდ არ ხდება წინსვლა და განვითარება. ეს უკეთესიცაა, რადგან ეს პერიოდი არასტაბილურია და არც არის უპრიანი სერიოზული საქმეების კეთება.

კურო
კვირის ზოგადი ტენდენცია: მერყეობისა და არასტაბილურობის ეტაპია თქვენთვის. ყველა თემაში გიხდებათ არჩევანის გაკეთება, რაც ენერგეტიკულად გღლით. ასევე, გარემო მერყევია თქვენს გარშემო. ეცადეთ ამ პერიოდში არ მიიღოთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები.
პირადი ურთიერთობები: არსებული ურთიერთობები უმყარესია და ფუნდამენტური, თუმცა, სიახლეებისათვის არაა ხელსაყრელი პერიოდი. ასევე, მოერიდეთ რაიმე სახის პირობების გაცემას.
ფინანსურ-კარიერული საკითხები: არასტაბილური პერიოდია. შემოსავლები შემოდის და ისევ გადის. საქმიანი მოლაპარაკებები ვერ გადის შედეგებზე, პარტნიორები ხშირად იცვლიან აზრს. ამ ეტაპზე არ დაეყრდნოთ არავითარ დაპირებებს.

ტყუპები
კვირის ზოგადი ტენდენცია: თქვენთვის ახლა მოძრაობის, ქმედების, სიახლეებისა და შემოთავაზებების ეტაპია. თქენი ენერგია მზარდია. შეგიძლიათ კარგად გაუმკლავდეთ რამოდენიმე საქმეს ერთდროულად. თქვენი ინიციატივები დაფასებული იქნება.
პირადი ურთიერთობები: ყველანაირი კომუნიკაციისათვის დადებითი პერიოდია. ამჟამად ხართ საზოგადოების სული და გული. გასცემთ და იღებთ დადებით ენერგიებს. ადამიანები ცდილობენ თქვენთან ახლოს ყოფნას.
ფინანსურ-კარიერული საკითხები: სტაბილური სიტუაციისდა მიუხედავად, აღარ გაკმაყოფილებთ მიღწეული. ახლანდელი მდგომარეობა აღარაა თქვენთვის საკმარისი. მიყევით ახალ იდეებს, ახალ წამოწყებებს. შემდგომი წინსვლა აუცილებელია.

კირჩხიბი
კვირის ზოგადი ტენდენცია: პერიოდი დადებითი და ჰარმონიულია. თქვენი განწყობა ამაღლებულია, გარემოც ხელს გიწყობთ იყოთ ხალისიანი და ლაღი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა სერიოზული წინსვლების დრო არაა, ყოველდღიური ბედნიერება თქვენს ხელშია.
პირადი ურთიერთობები: კომუნიკაცია, ყველა სახის ურთიერთობა უფრო განხილვის საგანია, ვიდრე ქმედების. ამ პერიოდში მართლა მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს კომპეტენტური, უფროსი ადამიანების შეხედულებები და რჩევები თქვენთვის.
ფინანსურ-კარიერული საკითხები: ზოგადად წინსვლის დროა, თუმცა განსაკუთრებული ცვლილებები ჯერ არ ჩანს. თქვენი მონდომება, აქტიურობა, ძალისხმევა აუცილებლად გამოიღებს კარგ შედეგს.

ლომი
კვირის ზოგადი ტენდენცია: ძალიან დადებითი და წარმატებული პერიოდია თქვენთვის. გარემო კეთილგანწყობილია ყველა ასპექტში. მოდის სიხარული, სითბო, სიყვარული, პატივისცემა ყველა მხრიდან.
პირადი ურთიერთობები: სამყარო თქვენს მხარესაა. არსებულ ურთიერთობებში გიმართლებთ. შემოდის ახალი და სასიამოვნო ნაცნობობა. ახლა გაკეთებული შემოთავაზება არის ფუნდამენტური და ბედნიერების მომტანი.
ფინანსურ-კარიერული საკითხები: კარგი ეტაპია სიახლეებისათვის, მოლაპარაკებებისათვის, ახალი ბიზნეს კავშირებისათვის. წარმატება მოაქვს კომუნიკაციას, გუნდურ საქმეებს. შემოსავლები ჩვეული რითმით შემოდის.

ქალწული
კვირის ზოგადი ტენდენცია: სამყარო აზარტულად გეთამაშებათ, რაც თქვენ გძაბავთ და ჩვეული რითმიდან გაგდებთ. ყოველდღე იცვლება მონაცემები ერთიდაიგივე საკითხთან მიმართებაში. ეცადეთ დაიმშვიდოთ გონება და მოკლევადიანი გეგმები დასახოთ.
პირადი ურთიერთობები: ამ პერიოდში ბევრი ნაცნობი ან წარსულში დატოვებული ადამიანი შეგახსენებთ თავს. შესაძლოა გამოვლინდეს ენერგეტიკული ვამპირიზმიც, რაც ჭამს თქვენს დროსა და ენერგიას. ჯობია თავად გააქტიურდეთ იქ, სადაც საჭიროა.
ფინანსურ-კარიერული საკითხები: მაღალია შეცდომაში შესვლის ალბათობა, რადგან გიწევთ ბევრი არჩევანის გაკეთება. ამავდროულად, გარემოც გძაბავთ თავისი მოთხოვნებით. თუმცა, სიმშვიდის შენარჩუნების შემთხვევაში, ზუსტად იპოვით გამოსავალს ყველა სიტუაციაში.

სასწორი
კვირის ზოგადი ტენდენცია: მყარი და სტაბილური პერიოდი გაქვთ, თავადაც ხართ უჩვეულოდ მიზანსწრაფული და ჩამოყალიბებული საკუთარ შეხედულებებში და მიზნებში. კარგი პერიოდია დიდი ჩანაფიქრების განსახორციელებლად.
პირადი ურთიერთობები: დადებითი პერიოდია კომუნიკაციისათვის. ახლა თქვენი შეხვედრები, მიმოწერები, შედეგის მომტანია. მართალია ფუნდამენტური გადაწყვეტილებების დრო ჯერ არაა, თუმცა, ურთიერთობები ჰარმონიულია.
ფინანსურ-კარიერული საკითხები: სტაბილური პერიოდია თქვენთვის, მაგრამ შესამჩნევი წინსვლა დროშია გადადებული. გამოჩნდება ისეთი საქმეები ან სიახლეები, პარტნიორები ან შემოთავაზებები, რაც სამომავლოდ იმედის მომცემია.

მორიელი
კვირის ზოგადი ტენდენცია: დიდი ტრანსფორმაციის, დაბრძენების ეტაპი გაქვთ. ახლა ძალიან გამჭრიახი ხართ იმისათვის, რომ ზუსტად შეაფასოთ თქვენი მდგომარეობა და დაიწყოთ საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება.
პირადი ურთიერთობები: მოძრაობის, გადაადგილების, ცვლილებების დროა ყველა სახის ურთიერთობებში. ზოგ შემთხვევაში დაბრუნდება, აღდგება წარსული ურთიერთიერთობა, ზოგან კი გახვალთ ურთიერთობიდან.
ფინანსურ-კარიერული საკითხები: მოსალოდნელია კარიერული შეჩერება, მცირე პაუზა. ან ზოგ შემთხვევაში დასრულებაც კი. თუმცა, ყველანაირი დასასრული უკეთესი დასაწყისის მომასწავლებელია.

მშვილდოსანი
კვირის ზოგადი ტენდენცია: ახლა უმოძრაობის პერიოდია. ყველაფერი შენელებულია. ტყუილად ნუ დახარჯავთ ძალისხმევასა და ნერვებს. ეცადეთ დაისვენოთ და დაელოდოთ უკეთეს დროს.
პირადი ურთიერთობები: მოსალოდნელი შეხვედრები მეტნაკლებად დროში გადაიწევს. შესაძლოა, ვერ მიიღოთ დანაპირები დათქმულ ვადაში. ადამიანები აგვიანებენ, ნაკლებად იჩენენ პასუხისმგებლობას.
ფინანსურ-კარიერული საკითხები: მყარი პერიოდია, თუმცა ვერ ხდება წინსვლა, ან არსებულის გაუმჯობესება. გიწევთ საკუთარი მატერიალური ფასეულობების დაცვა გარშემომყოფთა ჩარევისაგან. ახლა მთავარია არ გასცეთ არაფერი.

თხის რქა
კვირის ზოგადი ტენდენცია: თქვენთვის დამაბნეველია ამ კვირის ენერგეტიკა. შემოდის ძალიან ბევრი კომუნიკაცია, ბევრი აზრი, კომპეტენტური ან უფროსი ადამიანების ჩარევა ყველა საქმეში. მეტნაკლებად მოგიწევთ გავლენებში მოქცევა, სხვათა აზრის გათვალისწინება.
პირადი ურთიერთობები: სტაბილური ეტაპია ყველა ტიპის ურთიერთობაში, მაგრამ წინსვლისა და სიახლეების დრო ჯერ არ არის. თუმცა, პირველადი იმპულსების დონეზე ჩნდება სამომავლო იმედები.
ფინანსურ-კარიერული საკითხები: პერიოდი ხელს არ უწყობს სიახლეებს, შესყიდვა-გაყიდვებს. ახლა, გარემოს დამაბნეველი ქმედებების გამო, თქვენც ვერ ახერხებთ სტაბილურ რეჟიმში მუშაობას. ეცადეთ არ მიიღოთ ფუნდამენტური გადაწყვეტილებები.

მერწყული
კვირის ზოგადი ტენდენცია: მიმდინარე პერიოდში მაღალია ზოგადად ყველაფრის გაზვიადების ტენდენცია. გარემო თქვენს მიმართ მომთხოვნია, არ გპატიობთ მცირე შეცდომას ან გადაცდომას. ეცადეთ არ გასცეთ ზედმეტი ინფორმაცია და არ ისაუბროთ არავის შესახებ.
პირადი ურთიერთობები: კომუნიკაციაში პაუზა გაქვთ მეტნაკლებად. ურთიერთობების ნაწილი შეჩერებულია, ნაწილი შესაძლოა დასრულდეს კიდეც. თუ ურთიერთობა იყო განვითარების სტადიაში, ამ შემთხვევაში შესაძლოა სასიკეთოდ დასრულდეს.
ფინანსურ-კარიერული საკითხები: მყარი, სტაბილური პერიოდია. ხართ მიზანსწრაფული და ენერგიული, ლიდერი და მომპოვებელი. ახლა ლოგიკურად და მკაცრად გამოგდით საკუთარი ინტერესების დაცვა. ქმედებების დროა.

თევზები
კვირის ზოგადი ტენდენცია: ახლა მერყეობისა და ცდუნებების პერიოდი გაქვთ. შესაძლოა ბევრი არჩევანი გაბნევდეთ. ყველა საქმე ერთმანეთს უშლის ხელს და ერთდროულად ითხოვს გადაწყვეტას. იყავით ფრთხილი და მობილიზებული.
პირადი ურთიერთობები: კარგი ეტაპია ყველა ტიპის კომუნიკაციისათვის. თქვენდამი კეთილგანწყობა მაღალია. ადამიანები მზად არინ დასახმარებლად. ეცადეთ გამოიყენოთ შანსები და შემოთავაზებები სათქვენოდ.
ფინანსურ-კარიერული საკითხები: ძალიან კარგი პერიოდია ყველანაირი მოლაპარაკებებისათვის, ხელშეკრულებებისათვის, მომგებიანი შეთანხმებებისათვის. ასევე, თავის წარსადგენად ახალ სამსახურში, გამოცდის ჩაბარებლად, ყიდვა-გაყიდვისათვის.

პროგნოზის ავტორი: ტარილოგი her mit

https://www.facebook.com/Her-Mit-104439888130457

https://www.facebook.com/her.mit.3139


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა