ვინ არის 21 წლის ქართველი ემიგრანტი, რომელიც ათენში გარდაიცვალა
ათენში 21 წლის ქართველი ემიგრანტი, ქრისტინა ჩიხლაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ „ემიგრანტების იმედი“ შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„ღმერთო მიეცი ძალა მის ოჯახს ამ ტკივილის ასატანად, სასუფეველში იყავი, რომ არა უფალი, ამდენ მწუხარებას ჩვენ ვერ გავუძლებდით. იძინე მშვიდად შენს მარადიულ სასუფეველში, სადაც ნეტარ არიან ღვთისგან რჩეულნი“, – წერს სიხარულიძე.
როგორც ირკვევა, გოგონას ფილტვების ანთება გაურთულდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.