დროა დასვა წერტილი! - როდის უნდა დაშორდეთ პარტნიორს
საყვარელ ადამიანთან განშორება ძალიან რთულია, მაგრამ ხშირად ხდება ისე, რომ მის გვერდით ყოფნა უფრო აუტანელ ტკივილად იქცევა ხოლმე და განშორება სჯობს. ზოგჯერ იმის გარკვევაც უჭირთ, თუ როდის უნდა მიიღონ ცხოვრების რადიკალურად შეცვლის გადაწყვეტილება, ამიტომაც, ურთიერთობების ექსპერტები გამოყოფენ 7 მთავარ ნიშანს, რომელიც მიგანიშნებთ, რომ დრო დადგა ურთიერთობას წერტილი დაუსვათ:
1. პარტნიორი თავს არიდებს თქვენთან ერთად დროის გატარებას. თუ ხედავთ, რომ საყვარელი ადამიანი ყოველთვის ცდილობს იპოვოს რაიმე მიზეზი თქვენგან წასასვლელად და მზადაა სხვებთან ერთად უფრო მეტი დრო გაატაროს, ეს მიუთითებს, რომ მას აღარ აინტერესებთ.
2. თუ ამჩნევთ, რომ სრულიად სხვა ადამიანად იქეცით და აღარ ხართ ისეთი, როგორიც ურთიერთობის საწყის ეტაპზე. როდესაც ადამიანი გიყვართ, მას იღებთ ისეთს, როგორიც სინამდვილეშია და თუ პარტნიორის ხასიათის, მისი დამოკიდებულებების შეცვლას ცდილობთ, ეს არაჯანსაღი მიდგომაა. თუკი ხედავთ, რომ რომანტიკული პარტნიორის გამო სხვა ადამიანად იქეცით და გახდით ისეთი, როგორიც არასდროს გინდოდათ ყოფილიყავით, დაფიქრდით, რამდენად ღირს ამად ეს ურთიერთობა.
3. ვეღარ გრძნობთ, რომ ის „თქვენი ადამიანია“. წარმატებული ურთიერთობის გასაღები კომუნიკაცია და ერთმანეთის მოსმენაა. თუ ფიქრობთ, რომ ის აღარ გიზიარებთ საიდუმლოებს და აღარ გიყვებათ მნიშვნელოვან ამბებს, შესაძლოა მიანიშნებდეს, რომ განშორების დრო მოვიდა.
4. ყველა საუბარი ბოლოს ჩხუბით მთავრდება. საკუთარი აზრები უნდა გამოხატოთ, ცხადია, მაგრამ თუ საყვარელ ადამიანთან მუდმივად გაუგებრობა გაქვთ, მუდმივად ვერაფერზე ვერ თანხმდებით და ყველა დიალოგი ჩხუბით მთავრდება, წვრილმანებზე კი ვერ პოულობთ საერთო ენას, ესეც მიანიშნებს, რომ ურთიერთობა ვეღარ იქნება ადრინდელივით ჯანსაღი და შესაძლოა, დასრულების დროც კი მოვიდა.
5. თუკი ერთმანეთისთვის გაღიმების ძალაც კი აღარ შეგწევთ. რა თქმა უნდა, სასიყვარულო ურთიერთობა მთელი ცხოვრება თაფლობის თვეს არ ჰგავს, თუმცა თუ იმდენად გაუუცხოვდით ერთმანეთს, რომ რომანტიკის ნასახიც აღარ შეგრჩათ, მის გვერდით ყოფნა ტანჯვაა და გაღიმების ძალა აღარ გაქვთ, დროა, დაასრულოთ.
6. თუ პარტნიორი მუდამ რაღაცას ითხოვს თქვენგან, ის კი თქვენ გამო არაფერს აკეთებს. ურთიერთობა წარმატებული მაშინაა, როცა პარტნიორები თანაბარ ინიციატივას იჩენენ, თანაბრად ცდილობენ ერთმანეთისთვის, მაგრამ თუ ხედავთ, რომ პარტნიორი ყოველთვის რაღაცას მოელის თქვენგან, თვითონ კი არაფერს აკეთებს, ეს არაჯანსაღი დამოკიდებულებაა.
7. თავს სასურველად აღარ გრძნობთ. თუ თავს სასურველად აღარ გრძნობთ, თუ მუდამ გაქვთ განცდა, რომ მას აღარ უყვარხართ, თუ ამის გამო გამუდმებით ცუდ ხასიათზე ხართ და ტირით, სჯობს, დაფიქრდეთ და შესაძლოა, მიხვდეთ, რომ დასრულების დრო დადგა. ასე ახალ შესაძლებლობებს გაუხსნით კარს და ტოქსიკურ კავშირზე უარს იტყყვით.