გაიგეთ, რომელი ქვა შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
დიდი ხანია ცნობილია, რომ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს საკუთარი ქვა-თილისმა აქვს, რომელსაც შეუძლია მფლობელი დაავადებებისგან და წარუმატებლობისგან დაიცვას და მიზნების მიღწევაში დაეხმაროს. ქვა-თილისმა ეფექტურია მხოლოდ სწორად შერჩევის შემთხვევაში და ამაში ჩვენ დაგეხმარებით.
ვერძი (21 მარტი - 20 აპრილი)
ვერძის იღბლიანი ქვებია: ბრილიანტი, ლალი, ამეთვისტო და საფირონი. ეს ძვირფასი ქვები ფეთქებად ვერძებს ემოციების მართვაში და თვითკონტროლში დაეხმარებიან და უარყოფითი გავლენისგან დაიცავენ.
კურო (21 აპრილი - 21 მაისი)
კუროს იღბლიანი ქვებია: ზურმუხტი და ქრიზოპრაზა. ქრიზოპრაზა ამ ნიშნის წარმომადგენლებს თავდაჯერების მოპოვებაში ეხმარება, ზურმუხტი კი ემოციებს აკონტროლებს.
ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი)
ტყუპების იღბლიანი ქვებია: აქატი, ალექსანდრიტი და ტოპაზი. ისინი ტყუპებს ამშვიდებენ და წინდახედულობასა და სტაბილურობას ანიჭებენ. ეს თვისებები კი მათ კარიერული მწვერვალების დაპყრობაში და პირად ცხოვრებაში ბედნიერების პოვნაში ეხმარებათ.
კირჩხიბი (22 ივნისი - 23 ივლისი)
კირჩხიბის იღბლიანი ქვებია: მარგალიტი, ზურმუხტი და მთვარის ქვა. ეს ქვები სტრესისგან იცავს, მელანქოლიისა და დარდისგან ათავისუფლებს, ნეგატიურ ენერგიას ეწინააღმდეგება და ფარულ ნიჭს ავლენს.
ლომი (24 ივლისი - 23 აგვისტო)
ლომის იღბლიანი ქვებია: ქარვა და ტოპაზი. სხვათა შორის, ითვლება, რომ ქარვას ბედნიერება მხოლოდ ამ ზოდიაქოს ნიშნისთვის მოაქვს. ეს ძვირფასი ქვები ვნებებს ამშვიდებს, რაც ლომის ცხოვრებაში საკმარისზე მეტია. კაცებს სიბრძნით, ქალებს კი ნაყოფიერებით ასაჩუქრებს.
ქალწული (24 აგვისტო - 23 სექტემბერი)
ქალწულის იღბლიანი ქვებია: ნეფრიტი, იასპი და ქრიზოლიტი. ნეფრიტი და ქრიზოლიტი ამ ნიშნის წარმომადგენელთა სიცოცხლისუნარიანობას აძლიერებს და დაავადებებისგან იცავს. იასპი ქალწულებს გარშემო მყოფებთან მშვიდობიანი და ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში ეხმარება.
სასწორი (24 სექტემბერი - 23 ოქტომბერი)
სასწორის იღბლიანი ქვებია: აკვამარინი და ოპალი. ოპალს ამ ნიშნის წარმომადგენელთა ცხოვრებაში ჰარმონია და სიმშვიდე მოაქვს. აკვამარინი სასწორის ცვალებად ბუნებას ანეიტრალებს, ერთგულების ნიჭს ანიჭებს და ცხოვრების აზრის პოვნაში ეხმარება.
მორიელი (24 ოქტომბერი - 22 ნოემბერი)
იღბლიანი მორიელის ქვებია: აკვამარინი და ძოწი. აკვამარინი ბობოქარ ვნებებს აგრილებს და ნერვულ სისტემას აძლიერებს. ძოწი თავისი მფლობელის საქმიან უნარებს აძლიერებს და ლიდერად ქცევაში ეხმარება.
მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი)
მშვილდოსნის იღბლიანი ქვებია: ტოპაზი და ფირუზი. ეს ქვები მშვილდოსნებს კარიერულ წინსვლაში და დაბრკოლებების გადალახვაში ეხმარებიან და დაწყებული საქმის დასრულებისთვის ძალას ანიჭებენ.
თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი)
თხის რქის იღბლიანი ქვებია: ლალი და მწვანე მალაქიტი. ლალი კარგ ადამიანს კიდევ უფრო კეთილგანწყობილს ხდის და კეთილშობილ ადამიანს კი ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი გამარჯვებაში ეხმარება. მალაქიტი ჯანმრთელობის ქვად ითვლება. ის ამშვიდებს ნერვიულ სისტემას, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე და საჭმლის მომნელებელ ტრაქტზე.
მერწყული (21 იანვარი - 19 თებერვალი)
მერწყულის იღბლიანი ქვებია: ამეთვისტო და სუმბული. ამეთვისტო დაბნეულ და ცნობისმოყვარე მერწყულებს მიზნის მიღწევაში ეხმარება. სუმბული კი დადებით აურას აძლიერებს.
თევზები (20 თებერვალი - 20 მარტი)
იღბლიანი თევზების ქვებია: მარგალიტი, ამეთვისტო და აკვამარინი. ეს ქვები მგრძნობიარე თევზებს უღირს ადამიანებზე სასიცოცხლო რესურსების ზედმეტი ხარჯვისგან იცავენ.