4 რამ, რაც მამაკაცებს ქალის გარეგნობაში აღიზიანებთ
მიუხედავად იმისა, რომ ქალების უმეტესობას დაგრძელებული თმა ან აგრესიული მაკიაჟი ძალიან მიმზიდველი ჰქონია, მამაკაცების უმეტესობას ეს საერთოდ არ მოსწონთ.
ვცადოთ გავარკვიოთ რა აღიზიანებს მამაკაცების უმეტესობას ქალის გარეგნობაში.
1. ხელოვნური თმა
ბევრი მამაკაცის აზრით, არაბუნებრივი თმა ამაზრზენია. ეს როგორც ხელოვნურ კულულებს, ისე თოჯის წამწამებს ეხება. მამაკაცის მახვილ თვალს არაბუნებრივი თმა შეუმჩნეველი არ რჩება და ვიზუალურად და მით უმეტეს, შეხებით ადვილად შეუძლია განასხვავოს ბუნებრივი ხელოვნურისგან.
2. „დაბერილი" ტუჩები
მამაკაცების უმეტესობას თავისი რჩეულის კოსმეტოლოგებთან ხშირი ვიზიტები აფრთხობს და აღიზიანებს, რადგან იციან, რომ ექიმმა შეიძლება მეტისმეტად მოინდომოს და საყვარელი ქალი სახლში „თევზის ტუჩებით დაბრუნდეს. ასეთი ტუჩები კი მამაკაცების უმეტესობაში მხოლოდ შიშს და გაურკვევლობას იწვევს.
3. აგრესიული მაკიაჟი
ველური კატის მზერა, რომელიც შეიძლება აგრესიული მაკიაჟით შექმნათ ქალების აზრით, ძალიან მიმზედველი და სექსუალურია. ცოტაოდენი ლაინერი, ცოტაოდენი ჩრდილი, ტუში და ველური კატის მაცდური მზერა მზადაა. ასეთი მაკიაჟის გაკეთებისას შეიძლება ძალიან ადვილად გადააჭარბოთ და ველური კატის ნაცვლად, ღამის კოშმარი ან საშინელებათა ფილმის პერსონაჟი მიიღოთ.
4. მოუვლელი კბილები
ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე თვალისმომჭრელი ლამაზმანის იერს მოუვლელი კბილები მყისიერად გააფუჭებს. შეიძლება ქათქათა თეთრი ფერის და იდეალური წყობის კბილები არ გაქვთ, მაგრამ ელემენტალური ჰიგიენის დაცვა და სტომატოლოგთან ვიზიტები აუცილებელია.