2 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ნახეთ ვის ელის წარმატებული დღე და პლანეტების მფარველობა..
ვერძი
ხელსაყრელი პერიოდია პროფესიული საქმიანობისთვის. მთავარია, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღოთ. ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებიც ძალიან ბევრს გპირდებიან. უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას და სწორ გზას ის გაჩვენებთ. ერიდეთ ძვირადღირებულ შენაძენს.
კურო
განსაკუთრებით რთული დღეა. სამსახურში და კოლეგებთან ურთიერთობაში პრობლემები გელით. გირჩევთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაიწყოთ. ეცადეთ ცხოვრების უფრო მშვიდ ტემპზე გადასვლა სცადოთ. ხელსაყრელი დროა მათთვის, ვისაც საკუთარი გარეგნობის ან პირადი ცხოვრების შეცვლა სურს.
ტყუპები
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მთელი ყურადღება ერთი კონკრეტული მიზნის მიღწევისკენ გადაიტანოთ. თქვენი მოთმინებისა და სხვა ადამიანების მიმართ გამოჩენილი სიკეთისთვის აუცილებლად დაჯილდოვდებით. უსმინეთ უფროსი ნათესავების რჩევებს და დღის მეორე ნახევარში მათ მეტი ყურადღება მიაქციეთ.
კირჩხიბი
ამ დღეს შეგიძლიათ მკაცრი გრაფიკი თავისუფალით ჩაანაცვლოთ. გამორიცხული არაა, რომ ხელმძღვანელობა თქვენი საქმიანობით დაინტერესდეს. გაუთვალისწინებელი შენაძენისთვის, სავარაუდოდ სოლიდური თანხა დაგჭირდებათ. რომანტიკული ნაცნობობა ხანგრძლიც ურთიერთობაში გადაიზრდება.
ლომი
ხელსაყრელი დღეა მოლაპარაკებებისათვის. დღის მეორე ნახევარში თავი შეიკავეთ სამსახურეობრივ საბუთებზე ხელის მოწერისგან. ეცადეთ არ უპასუხოთ გარშემომყოფების კრიტიკას და ნუ მოგერიდებათ ღიად ისაუბროთ თქვენს სურვილებზე. კარგი დროა ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.
ქალწული
მშვიდი და პასიური დღეა. დასახული მიზნების მისაღწევად საკმარისი ძალა და ენერგია გაქვთ, თუმცა მანამდე ადრე დაწყებული საქმეების დასრულება აუცილებელია. უმჯობესია საღამო სახლში, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად გაატაროთ.
სასწორი
ახლა ყველა მიმართულებით სიფრთხილე გმართებთ. სავარაუდოდ, იმ ხალხის მოქმედებით, ვიზეც დიდ იმედებს ამყარებთ, იმედგაცრუებული დარჩებით. თუ კონფლიქტის გაღვივებას არ ეცდებით, გამარჯვებული დარჩწებით. მარტოხელა სასწორებს საქორწინო წინადადება ელით. დღის მეორე ნახევარში თავი შეიკავეთ სარისკო საქმიანობისგან.
მორიელი
კარგი დროა ახალი, განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო საქმიანობისთვის. ახალ ნაცნობებთან ურთიერთობაში სიფრთხილე გმართებთ - ვიღაცამ შეიძლება თქვენი მოტყუება სცადოს. მოსალოდნელია კონფლიქტი ერთ-ერთ ნათესავთან. ეცადეთ კრიტიკულ მოსაზრებებს მშვიდად შეხვდეთ და საქმე დაპირისპირებამდე არ მიიყვანოთ.
მშვილდოსანი
შესანიშნავი დღეა საჭირო ადამიანებთან კონტაქტების დამყარებისთვის. სამსახურში კარიერული წინსვლის შესაძლებლობა გექნებათ, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ინიციატივას გამოიჩენთ. საღამოს მოსალოდნელია ცრუ ინფორმაციის მიღება. ყურადღება მიაქციეთ საფულეს - არსებობს ქურდობის რისკი.
თხის რქა
ამ დღეს სამსახურში განსაკუთრებული შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა და სიტუაციაში სწრაფად ორიენტირების უნარი უნდა გამოავლინოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, მაგალითად, ფინანსური ან ქონებრივი, მარტო მყოფმა, უცხოთა ჩარევის გარეშე უნდა განიხილოთ. კარგი დროა რემონტის დასაწყებისა და ავეჯის გადაადგილებისთვის.
მერწყული
უფროსების ან კოლეგების მხრიდან მოსალოდნელია ობიექტური კრიტიკა. დაბნეულობამ, ცოდნისა და გამოცდილების ნაკლებობამ შეიძლება მუშაობაში შეცდომები გამოიწვიოს. ეწრიდეთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთიობების გარკვევას - წვრილმანი ჩხუბი შეიძლება სერიოზულ კონფლიქტში გადაიზარდოს.
თევზები
შესანიშნავი დღეა და მშვენიერ ხასიათზე ხართ, მაგრამ ჯანმრთელობას ყურადღება უნდა მიაქციოთ. მცირე სისუსტეც კი იგრძენით, დრო არ დაკარგოთ და გაციების საწინააღმდეგო, პროფილაქტიკურ ღონისძიებებს მიმართერთ.