ცოცხი, როგორც ოჯახის დამცავი თილისმა - რა გავაკეთოთ, რომ ცოცხმა ფული, იღბალი და ბედნიერება მოგვიტანოს?
როგორ ვაქციოთ ყველა დიასახლისისთვის კარგად ნაცნობი ცოცხი ოჯახის დაცვის თილისმად, როგორ მივანიჭოთ წესრიგისა და სისუფთავის დაცვის გარდა, დამატებითი თვისებები, რომ ოჯახს კეთილდღეობა და მშვიდობა მოუტანოს, ხოლო მარტოხელა ადამიანებს საბედო აპოვნინოს.
უძველესი დროიდან მოყოლებული, დიასახლისები ცოცხს მხოლოდ მისი პირდაპირი დანიშნულებით არ იყენებდნენ. შემთხვევითი არ არის, რომ სუვენირების მაღაზიებში ცოცხის ფორმის ოჯახის თილისმები იყიდება.
ცოცხი სახლის, ოჯახური კერის, კომფორტის, სიწმინდისა და ბედნიერების სიმბოლოა
ცოცხით მოხვეტის დროს, ხშირად სახლიდან მხოლოდ ნაგავი კი არა, დაგროვილი უარყოფითი ენერგიაც გაგვაქვს, რომელიც კონფლიქტების, ავადმყოფობის და არაკეთილმოსურნე ადამიანების სტუმრობის შედეგად დაგროვდა.
ცოცხით ხვეტის დროს წარმოიდგინეთ, როგორ გაგაქვთ სახლიდან ნეგატივი და ამ დროს ოჯახის დამცავი ლოცვა წარმოთქვით. ასევე შეგიძლიათ უბრალოდ, თქვენი სიტყვებით თქვათ კონკრეტულად, რისგან ასუფთავებთ თქვენს სახლს და ოჯახურ კერას.
როგორც გავარკვიეთ, ცოცხით მხოლოდ გატანა კი არა, შემოტანაც შესაძლებელია. გააჩნია, ვის რა ესაჭიროება: ბედნიერება, სიხარული, იღბალი თუ ... საქმრო. ეფექტურობაზე თავს ვერ დავდებთ, მაგრამ ძველად ასეთი ჩვეულება არსებობდა: გასათხოვარი გოგონა ცოცხს იღებდა და ჭიშკრიდან სახლის მიმართულებით, ამ სიტყვებით ხვეტავდა : ვხვეტავ საქმროებს სხვა სახლებიდან ჩემს სახლამდე! როგორც ამბობენ,ამის შემდეგ, გოგონას სახლთან საქმროების რიგი დგებოდა.
ვისაც საქმროები არაფერში ჭირდება, მათ იგივე რიტუალის გამოყენებით შეუძლია სახლში იღბალი და ფული მიიზიდოს.
როგორ შევინახოთ ცოცხი სახლის დალაგების შემდეგ?
სახლის დალაგების შემდეგ ცოცხი თავდაყირა, სასურველია შესასვლელი კარის მახლობლად შეინახოთ. ამ მდგომარეობაში ის ფულს და მატერიალურ სიკეთეებს მიიზიდავს, რომელზეც სახლის მფლობელები ოცნებობენ.
ამ მდგომარეობაში შენახული ცოცხი ძლიერი დაცვაა ქურდობისა და ქონების ხელყოფის მცდელობისგან.
იმისათვის, რომ მეპატრონეების არყოფნის პირობებში, სახლი უსაფრთხოებაზე არ ინერვიულოთ, საკმარისია მხოლოდ ორი მარტივი მოქმედება შეასრულოთ: სახლიდან გასვლამდე ცოცხი კართან ამობრუნებული მოათავსოთ და კარი გასაღებით დახუროთ. ეს ყველაფერია! შეგიძლიათ აბსოლუტურად მშვიდად იყოთ - თქვენს სახლს ნებისმიერი ჰიპოთეტური უბედურება გვერდს აუვლის!
და ბოლოს, სახლში მხოლოდ ერთი ცოცხი უნდა იყოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ძალა, რომ სახლის დამცველის მოვალეობა შეასრულოს.