" ჩემი სიამაყე, საყრდენი და ჩემი ცხოვრების დიდი სიყვარული გარდაიცვალა" - თემურ წიკლაურის შვილი
ჩემი სიამაყე, საყრდენი და ჩემო ცხოვრების დიდი სიყვარული გარდაიცვალა, - ასე ეხმაურება მომღერალ თემურ წიკლაურის შვილი, ქეთა წიკლაური მამის გარდაცვალებას.
“ჩემო ძვირფასებო, ყველამ უკვე იცით, რომ ჩემი სიამაყე, საყრდენი და ჩემო ცხოვრების დიდი სიყვარული გარდაიცვალა. ჩემი ტკბილი მამიკო ახლა უფალთან არის.
პანაშვიდი იქნება ხვალ და ზეგ, ლურჯ მონასტერში,
გასვენება ხუთშაბათს – 13:00 საათზე.
გისამძიმრებ საქართველო” – წერს თემურ წიკლაურის შვილი.