თეგებით ძიება

ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი საპარლამენტო საქმიანობას დღეიდან დაიწყებენ

პარტია„მოქალაქეების“ წევრები ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვებიან.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ისინი მე-10 მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომას დაესწრებიან.

ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა 29 იანვარს გადაწყვიტეს. პარტიის წარმომადგენლებმა „ქართულ ოცნებასთან“ საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებული მემორანდუმი გააფორმეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა