თეგებით ძიება

რატომ ეკრძალებოდათ გასათხოვარ გოგონებს მაგიდის კუთხეში დაჯდომა? - კუთხის დადებითი და უარყოფითი ენერგია

მოსახლეობის უფროს თაობაში დღემდე არსებობს რწმენა, რომ გასათხოვარი გოგონას მაგიდის კუთხეში ჯდომა დაუშვებელია. ბებიების თაობა ამას იმით ხსნის, რომ კუთხეში ჯდომას ქალისთვის გაუთხოვრობა მოაქვს.

არავინ იცის ეს მართლაც ასეა, თუ არა, მაგრამ ამ რწმენას საფუძველი შორეულ წარსულში უდევს - მრავალშვილიან ოჯახებში მაგიდასთან ყველა ბავშვისთვის ადგილი არ რჩებოდა, ამიტომ ყველაზე პატარას მაგიდის კუთხეში უწევდა ჯდომა. აქედან გაჩნდა მოსაზრება, რომ კუთხეში მჯდომს თავისი ბედი და კუთხე არ ეღირსება.

ვნახოთ, კიდევ რა მითებს უკავშირდება უფროსი თაობის რწმენა და როგორ შეიძლება მაგიდის კუთხეებმა ადამიანის ბედზე იმოქმედოს.

1.
ამ რწმენის თანახმად, გასათხოვარი გოგონა, რომელიც ოჯახური სადილის თუ წვეულების დროს მაგიდის კუთხეში აღმოჩნდება, გაუთხოვარი დარჩება. საქმე ისაა, რომ მაგიდის კუთხე სივრცეს სიმბოლურად ყოფს. შესაბამისად, კუთხეში მჯდარ გოგონას მომავალ საბედოს აშორებს.

2.
მეორე მიზეზი ენერგიაა, რაც ფენ-შუის თვალსაზრისით, უფრო დამაჯერებლად ჟღერს. კუთხეები სივრცის ენერგიას კვეთენ და ე.წ. შხამიან ისრებს ისვრიან. ასეთი ისრის ზემოქმედების ქვეშ ხანგრძლივმა ყოფნამ შეიძლება უამრავი სხვადასხვა პრობლემა შექმნას, განსაკუთრებით ჯანმრთელობის მხრივ. განსაკუთრებით ის ორგანო დაზარალდება, რომლისკენაც ეს ისარი მიმართულია. მაგიდის კუთხის შემთხვევაში, ეს ყველაზე ხშირად კუჭი, გული ან პანკრეასი შეიძლება იყოს.

რაც შეეხება გოგონას გაუთხოვრად დარჩენასთან დაკავშირებულ რწმენას, მოწამლული ისარი, ძირითადად, ნების ცენტრისკენ არის მიმართული. ეს გახლავთ მესამე ჩაკრა, რომელიც ჭიპის ზემოთ, მზის წნულის არეში მდებარეობს და პასუხისმგებელია ქმრისა და მისი კარგი რეპუტაციის, საზოგადოებაში პოზიციის მხარდაჭერაზე. აღსანიშნავია, რომ მაგიდის კუთხე სასიყვარულო რომანებს ან სექსუალურ ინტრიგებს ხელს არ უშლის.

ახლა კი ყველაზე საინტერესო - შეიძლება თუ არა, რომ მაგიდის კუთხეში ჯდომა სასარგებლო აღმოჩნდეს და რას უკავშირდება გამოთქმა - ვინც კუთხეში ზის, ყოველთვის ექნება კუთხე! ამიტომ, თუ საკუთარ სახლზე ოცნებობთ, მაგიდის კუთხეში კუთხეში ხშირად უნდა დაჯდეთ, მაგრამ მნიშვნელოვანია ამ დროს ზემოთ თქმული სიტყვები „ვინც კუთხეში ზის, ყოველთვის ექნება კუთხე“ თქვენთვის, გულში გაიმეოროთ და სურვილი ადრე თუ გვიან აგისრულდებათ.

ასე რომ, ეცადეთ მაგიდის კუთხის „მოწამლული ისრების“ უარყოფითი ენერგია პოზიტიურ განწყობად გადააქციოთ და ეს მეთოდი საკუთარი კუთხის მისაღებად გამოიყენოთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა