"წავიდა ჩვენი არწივი...წავიდა....მის შვილთან..." - თამარ ივერი
მომღერალი თამარ ივერი კოლეგის, თემურ წიკლაურის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"წავიდა ჩვენი არწივი,ძალიან მართალი ერის მომღერალი.სხვა ჰიტად ქცულ მის სიმღერებს გვერდით,მისი მთელი შინაგანი გულწრფელობით ნამღერი სიმღერა "იყიდება საქართველო"...სრულად ასახავს ქვეყნის რეალობას და ალბათ კარგა ხანს დარჩება ქვეყნის "ლოზუნგად".წავიდა....მის შვილთან და...ვინძლო,იქ უფრო ბედნიერი იყოს.მშვიდობით ერის ხმავ,ნამდვილო ქართულო ხმავ...შენში ყოველთვის საქართველო მღეროდა!!!!!!" , - წერს თამარ ივერი ფეისბუქზე.
77 წლის ასაკში თემურ წიკლაური 1-ელ თებერვალს გარდაიცვალა. მას კორონავირუსი ჰქონდა.