თეგებით ძიება

"როგორ მეომებით! როგორ ცდილობთ ყველანაირი უღირსი გზით ჩემი სახელის შებღალვას" - ანიტა რაჭველიშვილი

საოპერო მომღერალი, ანიტა რაჭველიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავრცელებული განცხადების შემდეგ, საქართველოს მთავრობას მიმართავს.

"საქართველოს მთავრობა, როგორ მეომებით! როგორ ცდილობთ ყველანაირი უღირსი გზით ჩემი სახელის შებღალვას და ჩემს დამცირებას,მაგრამ ამ ომში სულ წაგებულები დარჩებით! იცით რატომ? იმიტომ რომ ჩემი გული და ჩემი სინდისი სუფთაა! ერთადერთი რაც მამოძრავებს არის ჩემი სამშობლოს და ჩემი ხალხის სიყვარული! ამით მიდგას სული და ამისთვის მიღირს სიცოცხლე და თქვენ რა გამოძრავებთ ყველამ კარგად ვიცით!", - წერს ფეისბუქზე ანიტა რაჭველიშვილი.

გუშინ კი პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ეს განცხადება გაავრცელა:

"სამწუხაროა, რომ ქალი, რომელიც მსოფლიო საოპერო ხელოვნებაში საქართველოს სახეს წარმოადგენს, ღიად ესხმის თავს და შეურაცხყოფას აყენებს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტს, რითაც განზრახ და შეგნებულად აზიანებს საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას. იმ დროს, როცა ცნობილი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი მსოფლიოში ცვლილებებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ქალთა როლის გაძლიერებისადმი მხარდაჭერას გამოხატავს, ქართველი მეცოსოპრანო საქართველოს პრეზიდენტის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებით გამოთქმული დაუსაბუთებელი ბრალდებებით აკნინებს სწორედ ქალთა ძალისხმევას, რაც მიუღებელია", - ნათქვამია განცხადებაში.

[flash=425,264]

საქართველოს მთავრობა როგორ მეომებით! როგორ ცდილობთ ყველანაირი უღირსი გზით ჩემი სახელის შებღალვას და ჩემს...Posted by Anita Rachvelishvili-Maisuradze on ორშაბათი, 01 თებერვალი, 2021

[/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა