თეგებით ძიება

"პარალიზებული ვიყავი მთელი დღე" - 3 000 ზარი და 1000 მესიჯი გვარამიას ტელეფონზე

"მთავარი არხის" დამფუძნებელი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში აქვეყნებს სრტატისტიკას, რაც დეპუტატ თეა წულუკიანის მიერ მისი ნომრის გასაჯაროების შემდეგ ტელეფონზე დაფიქსირდა.

"მეგობრებო, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, უცნობი ნომრიდან ზარი ჩემს ნომერზე ვეღარ შემოვა.
სამი ათასამდე ზარი განხორციელდა უცნობი ნომრებიდან (ყველა უპასუხოდ დარჩა) და საკომუნიკაციო კუთხით პარალიზებული ვიყავი მთელი დღე.
რაც წულუკიანმა გააკეთა, და მერე მას აყოლილმა ქართული ოცნების სხვა ლიდერებმა, ეს არ იყო მხოლოდ პირადი ინფორმაციის უკანონო გამჟღავნება, არამედ ღია წაქეზება და მწვანე შუქის ანთება ორგანიზებულ და დანაშაულებრივ თავდასხმაზე ჩემს წინააღმდეგ.
და ბოლოს, შემოვიდა და ახლაც გრძელდება ათასზე მეტი მესიჯი. არც ერთს არ ვხსნი, მაგრამ პირველი წინადადებები ჩანს და 99% არის წარმოუდგენელი მხარდაჭერა (წულუკიანის მძიმე გინებაც). დიდი მადლობა ამისთვის", - წერს ფეისბუქზე გვარამია.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თეა წულუკიანმა დღეს პარლამენტის სხდომაზე ნიკა გვარამიას პირადი ტელეფონის ნომერი გაასაჯაროვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა