თეგებით ძიება

"სხვა გამოსავალს ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ, გავხსნათ რესტორნები" - ლევან ქოქიაშვილი

სტუმარ-მასპინძლობის სექტორის საინიციატივო ჯგუფის წევრი და კვების დაწესებულებების სააგენტო "გასტრონავტის" თანადამფუძნებლი, ლევან ქოქიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ რესტორნები 6 თებერვალს გაიხსნება.

"სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი სამწუხაროდ არ გამართლდა, გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და არ შედგა. რადგან სხვა გამოსავალს, მიუხედავად დაჟინებული მცდელობისა, ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები.
აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი", - წერს ფეისბუქზე ქოქიაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა