თეგებით ძიება

როგორ გავიჯანსაღოთ თმა - რჩევები და ნიღბები

იმისთვის, რომ თმა ჯანსაღი და ბრწყინვალე გქონდეთ, საჭიროა იცოდეთ მისი სწორი მოვლა. დღეს, შემოგთავაზებთ, თმის მოვლის რამდენიმე რჩევას:


1. სწორად გაშრობა


სასურველია, თუ თქმას დაბანის შემდეგ ბუნებრივად გაშრობის საშუალებას მისცემთ, თუმცა თუ მაინც ფენით გაშრობის აუცილებლობაა, დაიმახსოვრეთ 3 რჩევა::


1. უმჯობესია, გამოიყენოთ ფენის ვიწრო პირი, რომელიც შრობისას უშუალოდ თმას არ უნდა შეახოთ;

2. თმა გაიშრეთ ისე, რომ ფენი გეჭიროთ კუთხურად და ამოძრავეთ ზევიდან ქვევით (თმის ძირებიდან ბოლოებისკენ);

3. თმის შრობა ყოველთვის დაასრულეთ ცივი ჰაერის ნაკადით.


2. ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი - თავის კანისა და თმის სიჯანსაღისთვის საუკეთესო საშუალებაა. იმისთვის, რომ თქვენი თმა აბრეშუმივით ბრწყინავდეს, საჭიროა ქოქოსის ზეთისგან მომზადებული ნიღაბი იხმაროთ: ოდნავ შეათბეთ ქოქოსის ზეთი წყლის ორთქლზე და შეიზილეთ ის თმაზე. ზემოდან პისახოცი შემოიხვიეთ. ნიღაბი 30-40 წუთის განმავლობაში უნდა გაიჩეროთ, ხოლო შემდეგ ჩვეულებრივად - თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანოთ.


3. ავოკადოს ნიღაბი


ავოკადო - ვიტამინებისა და სასარგებლო ზეთების წყაროა. ავოკადოს ნიღაბი დიდი პოპულარობით სარგებლობს. მწიფე ავოკადოს ნაყოფი დასრისეთ ჩანგლით, დაამატეთ ლიმნის რამდენიმე წვეთი და კარგად აურიეთ. მომზადებული ნიღაბი შეიზილეთ თმაზე და 1 საათით გაიჩერეთ. ბრწყინვალე და ჯანსაღი თმა რამდენიმე დღეში გარანტირებული გაქვთ.


4. ლუდი

გაგიკვირდებათ, და ლუდი საუკეთესო საშუალებაა თქვენი უსიცოცხლო და დაზიანებული თმისთვის. გამოიყენეთ ეს სასმელი შემდეგნაირად: სუფთა სველ თმაზე მიისხურეთ ლუდი. იმისთვის, რომ უსიამოვნო სუნი არ აგდიოდეთ, ჩამობანის შემდეგ ბალზამიც გამოიყენეთ. ლუდში შემავალი საფუარი სწრაფად კვებავს და აჯანსაღებს თქვენს თმებს.


5. ლიმონის წვენი


თავიდანვე აღვნიშნოთ, რომ ეს მეთოდი არ მოუხდება მშრალ თმას, იმიტომ რომ ლიმონის წვენს აქვს გამოშრობის ფუნქცია. თუმცა, ეს საშუალება საუკეთესოა ცხიმიანი თმისთვის, წაისვით ლიმნის წვენი თმის მთელ სიგრძეზე და დაიტოვეთ 10-15 წუთი. შემდეგ ნელ-თბილი წყლით ჩამოიბანეთ.



6. ჟელატინის ნიღაბი

ინტერნეტში ჟელატინის უამრავი რეცეპტი შეგიძლიათ იპოვოთ, თუმცა ჩვენ ვეცდებიტ მათგან ერთ-ერთი საუკეთესო შემოგთავაზოთ: 3 სუფრის კოვზი ჟელატინი გააზავეთ 4 სუფრის ოვზ მდუღარე წყალში. დადგით ორთქლის აბაზანაზე და ურიეთ, მანამ, სანამ ჟელატინი ბოლომდე არ გაიხსნება. გააგრილეთ და წაისვით ნიღაბი თმაზე, გაიჩერეთ 40 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ.


7. ასპირინი შამპუნში


კიდევ ერთი საუკეთესო საშუალება, რომელსაც ჯენიფერ ენისტონი იყენებს. ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი ამბობს, რომ თმის დაბანისას შამპუნში ყოველთვის ურევს 2 აბ ასპირინს. შეგიძლიათ, თქვენც გამოსცადოთ საკუთარ თმებზე. ჩაამატეთ შამპუნში 2 აბი დაფხვნილი ასპირინი. სულ მალე თქვენი თმა აბრეშუმის ნრწყინვალებას და სირბილეს დაიბრუნებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა