"თემო 6 წლისაა" - გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას იუბილარი ვაჟის ფოტოები
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას პირველი საერთო შვილი, თემო 6 წლის გახდა. ყოფილი პირველი ლედი იუბილარის ფოტოებს "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს. ფოტოებს უამრავი მოწონება და თბილი კომენტარი აქვს:
“ვახ, რა სიხარულია, ღმერთმა ჯანმრთელი გიმყოფოს ორივე მზე"
"გილოცავთ, მაკა, ამ სრულიად გადასარევი თემოს დაბადების დღეს!"
"გილოცავთ! სულ სიკეთე ,სიხარული და ბედნიერება უსაყვარლეს თემოს!"
"გილოცავთ!!!! ბედნიერება თემოს! და სამივე ერთნაირები რომ ხართ, გასაგიჟებლები! "
"გილოცავ, მაკ, საყვარელო! რამხელა ბიჭია უკვე! ვარკვლავი და მზის სხივი! ყველაფერი საუკეთესო ამ ბიჭ-სიხარულს!"
გიორგი მარგველაშვილს და მაკა ჩიჩუას მეორე საერთო ვაჟიც (თომა) ჰყავთ, რომელიც წყვილს 2018 წლის იანვარში შეეძინა. გიორგი მარგველაშვილს და მაკა ჩიჩუას წინა ქორწინებებიდან ქალიშვილები - ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა ჰყავთ.