თეგებით ძიება

საფრანგეთში წულუკიანს 5 წლით დაიჭერდნენ ან 300 ათასი ევროთი დააჯარიმებდნენ - ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი რევაზ ბოჭორიშვილი დეპუტატ თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ტელეფონის გასაჯაროვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, იგივე შემთხვევა საფრანგეთში რომ მომხდარიყო, წულუკიანს ჯარიმის გადახდა დაევალებოდა ან დაიჭერდნენ.

„ყოფილ იუსტიციის მინისტრს იურიდიული განათლება და ნამდვილი იურისტის დიპლომი რომ ჰქონოდა მიღებული საფრანგეთში, შეიძლება სცოდნოდა საფრანგეთის სასამართლო კოდექსის 226-22 მუხლი.

ანუ, მისი დღევანდელი საქციელი, თუ გამიზნულად არის ჩადენილი, დასჯადია 5 წლით თავისუფლების აღკვეთითა და 300 000 ევროს ჯარიმით.. თუ უნებლიედ მოუვიდა… მაშინ 3 წლით და 100 000 ათასი ევროს ჯარიმით…
ნორმალურ სახელმწიფოში, პირად მონაცემთა გასაჯაროვება მესამე პირის მიერ უმკაცრესად ისჯება..
საქართველოში“…. წერს ექიმი სოციალურ ქსელში.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა