"სინდისი მაწუხებს, რომ "ვიჟოშკე" და 20 ლარი არ გადავუხადე" - ლიზა ვადაჭკორია
ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"საღამოს 7 საათია, გადაღებიდან გადაღლილი ვბრუნდები სახლში. ვაჩერებ ტაქსს, ვეკითხები ფასს (დიღმის ტრასიდან საბურთალოზე), პასუხი - 15 ლარი!
ვაპროტესტებ. შევდივარ აპლიკაციაში, დაახლოებით იგივე ფასია. აღშფოთებული ვარ.
ისევ ვაჩერებ ტაქსს, ვევაჭრები და უბედნიერესი მივდიდარ სახლში 10 ლარად!
მაგრამ ვერ მივდივარ, ვდგავარ საცობში, რომლის დასასრული არ ჩანს. ტაქსისტი შფოთავს, რომ კომენდანტის საათამდე ვერ მოასწრებს სახლში მისვლას და მოუწევს ქუჩაში მანქანაში დაძინება.
სინდისი მაწუხებს, რომ ვიჟოშკე და 20 ლარი არ გადავუხადე.
ჯერ კიდევ საცობში ვარ და ალბათ 100-ჯერ შევიცვლო აზრს, დრო მაქვს.
ჯეკ, გაუშვით საზოგადოებრივი ტრანსპორტი!!!", - წერს ვადაჭკორია ფეისბუქზე.