თეგებით ძიება

"წულუკიანს საფრანგეთში 5 წლით დააპატიმრებდნენ და 300 000 ევროთი დააჯარიმებდნენ" - რევაზ ბოჭორიშვილი

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი დეპუტატ თეა წულუკიანის მიერ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ტელეფონის გასაჯაროვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"ყოფილ იუსტიციის მინისტრს იურიდიული განათლება და ნამდვილი იურისტის დიპლომი რომ ჰქონოდა მიღებული საფრანგეთში, შეიძლება სცოდნოდა საფრანგეთის სასამართლო კოდექსის 226-22 მუხლი.
ანუ, მისი დღევანდელი საქციელი, თუ გამიზნულად არის ჩადენილი, დასჯადია 5 წლით თავისუფლების აღკვეთითა და 300 000 ევროს ჯარიმით.. თუ უნებლიედ მოუვიდა... მაშინ 3 წლით და 100 000 ათასი ევროს ჯარიმით...
ნორმალურ სახელმწიფოში, პირად მონაცემთა გასაჯაროვება მესამე პირის მიერ უმკაცრესად ისჯება..
საქართველოში....", - წერს ბოჭორიშვილი.

[flash=425,264]

ყოფილ იუსტიციის მინისტრს იურიდიული განათლება და ნამდვილი იურისტის დიპლომი რომ ჰქონოდა მიღებული საფრანგეთში, შეიძლება...Posted by Revaz Botchorishvili on სამშაბათი, 02 თებერვალი, 2021

[/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა