თეგებით ძიება

„ალბათ, ის ბიჭი ემუქრებოდა, ვინც გააუპატიურა" - რას ყვება ბაბუა 14 წლის გოგოზე, რომელიც ქობულეთში გარდაცვლილი ნახეს

ქო­ბუ­ლე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქა­ქუთ­ში 14 წლის გო­გო­ნა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ზარ­დმა თავი ჩა­მო­იხ­რჩო. რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ბა­ბუა აცხა­დებს, ბავ­შვი ექ­ვსი თვის წინ 23 წლის ბიჭ­მა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო და მო­ძა­ლა­დე სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ახლა და­ა­კა­ვეს.

"სახ­ლში, რომ დავ­ბრუნ­დი, ბა­ლის ხეზე ჩა­მო­კი­დუ­ლი ვნა­ხე. იგი გა­ა­უ­პა­ტი­უ­რეს, რის გა­მოც ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­ტარ­და და დას­კვნას თბი­ლი­სი­დან ვე­ლო­დე­ბო­დით. და­იგ­ვი­ა­ნა პა­სუხ­მა, ეს ბიჭი კი და­კა­ვე­ბუ­ლი არ იყო... რო­გორც ვიცი, ბიჭი ჩაქ­ვე­ლია... ბავ­შვი, ამ ამ­ბავს დარ­დობ­და და ამა­ზე არ სა­უბ­რობ­და... სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტი ივ­ლის­ში მოხ­და. აქამ­დე ბავ­შვი არა­ფერს ამ­ბობ­და, ალ­ბათ ის ბიჭი ემუქ­რე­ბო­და. ფაქ­ტის შე­სა­ხებ გა­ვი­გეთ ექ­ვსი თვის შემ­დეგ, ანუ ორი თვეა, რაც გა­ი­გო ოჯახ­მა გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შე­სა­ხებ.

პო­ლი­ცი­ამ ამის შე­სა­ხებ იცის, ბიჭი და­კა­ვე­ბუ­ლია. პო­ლი­ცი­ამ გო­გო­ნას გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის შე­სა­ხებ ორი თვის წინ გა­ი­გო, აქ იყო მო­სუ­ლი და დაგ­ვკი­თხეს. გო­გო­ზე ოჯა­ხის მხრი­დან რა­ი­მე სა­ხის ძა­ლა­დო­ბას არ ვა­დას­ტუ­რებ. 14 წლის ბავ­შვი იყო, ფაქ­ტის გამო, იგი ოჯა­ხის წევ­რებს არ უცე­მია. კი­სერ­ში აქვს და­ზი­ა­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, რად­გან ჩა­მო­იხ­რჩო თავი. დიახ, ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლია და ფაქ­ტის შე­სა­ხებ რომ გა­ვი­გე, ვუ­თხა­რი: რა­ტომ არ თქვი აქამ­დე, და­ვა­კა­ვებ­დით მო­ძა­ლა­დე ბიჭს-მეთ­ქი... მან კი იტი­რა. შევ­ცდი, ბა­ბუო, მი­თხრა... მას არ ვე­ჩხუ­ბე­ბო­დი, ამის გამო, ხომ არ მოვ­კლავ­დი?! ბიჭი 23 წლი­საა, ალ­ბათ ინ­ტერ­ნე­ტით გა­იც­ნო. არა­ფე­რი არ შე­მი­ნიშ­ნავს, ქა­ლაქ­ში ვი­ყა­ვი და დავ­ბრუნ­დი ხეზე ჩამ­ხრჩვა­ლი დამ­ხვდა", - აცხა­დებს გარ­დაც­ვლი­ლი მო­ზარ­დის ბა­ბუა.




AMBEBI.GE


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა