„შერატონის“ მენეჯერის თქმით, გახარიასა და ქორიძეზე თავდასხმის ამსახველი სრული ვიდეომასალა შენახულია
ბათუმში სასტუმრო „შერატონის“ მენეჯერი ადასტურებს, რომ ღამით პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიასა და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმის ამსახველი ორივე ვიდეოჩანაწერი სრულად შენახულია. მისი თქმით, თავად ნახა ეს ჩანაწერები და მზად არიან მასალა საგამოძიებო უწყებებს გადასცენ.
„ეს არის სასტუმრო, რომელიც შორს არის პოლიტიკისგან. ჩვენი მხრიდან მოხდა ყველაფერი სწორედ, ჩვენ გამოვიძახეთ პოლიცია, რომელიც მოვიდა და მოახდინა გამოძიება. არაფერი წაშლილი არაა. ყველა ჩანაწერი არსებობს და რა თქმა უნდა, როგორც პოლიციას, ისე სხვა ნებისმიერ უწყებას გადავცემთ სასამართლოს მოთხოვნის. [ორივე ჩანაწერი] სრულად არის“, – თქვა მენეჯერმა ჟურნალისტებთან.