მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 109 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 109 მილიონს გადააჭარბა. worldometers.info-ზე არსებული ინფორმაციით, გლობალურად ამ დროისთვის კორონავირუსის 109 129 405 შემთხვევა არის დადასტურებული.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე covid-19-ს 2 406 033 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მთლიანობაში გამოჯანმრთელებულია 81 308 769 პაციენტი.
ყველაზე რთული ვითარება აშშ-ია, სადაც ახალი კორონავურუსით 28196 964 ადამიანი დაინფიცირდა და 496 063 გარდაიცვალა.
გლობალურად მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.