თეგებით ძიება
09. 11. 2024 ვიდეო

"დაღუპულია სულ მცირე 25 ადამიანი" - უმძიმესი კადრები

პაკისტანში, რკინიგზის სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ფრანს-პრესი“ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

"25 დადასტურებულ დაღუპულს შორის 14 სამხედრო მოსამსახურეა“, - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.

BBC-ის ცნობით, ბელუჯისტანის პროვინციაში მდებარე კეტას რკინიგზის სადგურზე მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ბელუჯისტანის განმათავისუფლებელმა არმიამ“ აიღო.

პოლიციის წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა.

შემთხვევა დღეს დილით, ადგილობრივი დროით 8:45 საათზე მოხდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა