Bloomberg - მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 176.5 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა
Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 176.5 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, მათ შორის აშშ-ში 54.6 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 16.6%-ს შეადგენს.
აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 40.5 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 2.8%-ს შეადგენს. ევროკავშირში კი, საერთო ჯამში ვაქცინაცია 21.8 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა.
გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6 მილიონ ადამიანს უტარდება. ამ ტემპით მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 2 დოზით სრულ ვაქცინაციას 5 წელი დასჭირდება. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 6.5 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 72%-ს შეადგენს.
ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს, სადაც შესაბამისად, მოსახლეობის 47.3% და 23.7%-ს ვაქცინაცია უკვე ჩაუტარდა.