თეგებით ძიება
16. 02. 2021 მსოფლიო

ესპანეთში მეფეზე სიმღერისთვის რეპერი დააპატიმრეს

ესპანეთში კატალონიელ რეპერს პაბლო ჰასელს მეფის და პოლიციის შეურაცხყოფისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ BBC იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, რეპერს საკუთარ სიმღერებში მეფის და ხელისუფლების წარმომადგენლების შეურაცხყოფა ბრალდება. სასამართლომ მას 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა და პოლიციაში ნებაყოფლობით გამოცხადებისთვის გარკვეული ვადა მისცა. მაგრამ პაბლო ჰასელი ქალაქ ლიენდის უნივერსიტეტში მივიდა და იქ ჩაიკეტა, შესაბამისი ვიდეო კი „ტვიტერში“ გაავრცელა.

ჰასელმა განაცხადა, რომ პოლიციას მის დასაკავებლად ძალის გამოყენება მოუწევს.

პაბლო ჰასელს პატიმრობა ტერორიზმის მხარდაჭერისთვის და ესპანეთის მონარქიის და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ცილისწამებისთვის მიუსაჯეს. რეპერი პოლიციას 2019 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართულ აქციებზე მოქმედების გამო აკრიტიკებდა


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა