თეგებით ძიება

„ნიკა მელია დაკისრებულ 40 000-ლარიან გირაოს არ იხდის, თუმცა 50 000 ლარს პირადი ფეისბუქ გვერდის რეკლამირებაზე ხარჯავს“ - გია აბაშიძე

„მელიას ფეისბუქ რეკლამაში იმაზე მეტი აქვს დახარჯული, რამდენიც იმისთვის არის საჭირო, რომ მან საკუთარი თავი არ დააჭერინოს და ციხეში არ წავიდეს - წერს ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, მელიამ არ უზრუნველყო გირაო თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონებით, რომელიც მის მიერვე შევსებულ დეკლარაციაში არსებობს.

„ნიკა მელია დაკისრებულ 40 000-ლარიან გირაოს არ იხდის, თუმცა 50 000 ლარს ($15 000) ხარჯავს პირადი Facebook-გვერდის რეკლამირებაზე. მელიას Facebook-რეკლამაში იმაზე მეტი აქვს დახარჯული, რამდენიც იმისთვის არის საჭირო, რომ მან საკუთარი თავი არ დააჭერინოს და ციხეში არ წავიდეს. აღსანიშნავია, რომ მან არ უზრუნველყო გირაო თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონებით, რომელიც მის მიერვე შევსებულ დეკლარაციაში არსებობს. ახლა კი მელია ცდილობს მართლმსაჯულებას დაემალოს, სასამართლოში არ გამოცხადდეს, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში ვითომდა გამაგრდეს და აიძულოს სამართალდამცველნი, რომ კანონის აღსრულებისთვის ძალა გამოიყენონ. Dura lex, sed lex [კანონი მკაცრია, მაგრამ კანონია]. და კანონი ყველასთვის უზენაესია. ის ზედმიწევნით უნდა აღსრულდება ყველასთან მიმართებაში. პოლიტიკაში ყოფნა არაა ინდულგენცია მელიასთვის, რომელიც კანონს მიზანმიმართულად არღვევს. როგორც ყოველთვის, ჩვენი სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზეა და კანონი აუცილებლად აღსრულდება" - წერს გია აბაშიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა