თეგებით ძიება
16. 02. 2021 მსოფლიო

ტეხასელ ქალს 48 წლის წინ დაკარგული ქორწინების ბეჭედი დაუბრუნეს

ტეხასელ ქალს 48 წლის წინ დაკარგული ქორწინების ბეჭედი დაუბრუნეს. ინფორმაციას ამის შესახებ foxnews-ი ავრცელებს.

კარენ აუტენრიეტის ქორწილის შემდეგ 50 წელი გავიდა. სან ანტონიოში მცხოვრებმა კარენმა ქორწინების ბეჭედი 1973 წელს დაკარგა. მაშინ, როდესაც მისი ოჯახი ჩიკაგოში მცხოვრებ ბებიას სტუმრობდა.

მისი თქმით, ბეჭედი მაშინ დაკარგა, როდესაც თავის შვილებს მანქანაში ჩასხდომაში ეხმარებოდა. კარენს ბეჭედი მოძვრა და თოვლში ჩავარდა.

ქალი ბეჭედს დიდი ხნის მანძილზე ეძებდა, მაგრამ უშედეგოდ. ბეჭედზე წყვილის ინიციალები და ქორწინების თარიღი იყო ამოტვიფრული.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა ინტერნეტში დაწერა, რომ ჩიკაგოში თოვლის დროს ბეჭედი დაკარგა. მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა ამის საპასუხოდ დაუწერა, რომ 8 წლის წინ ბაღში მუშაობისას ვიღაცის ქორწინების ბეჭედი იპოვა და ჰკითხა შემთხვევით მისი ხომ არ იყო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ეს ბეჭედი სულ სხვა ადამიანს ეკუთვნოდა.

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ბეჭდის მფლობელის ვინაობის დადგენა გადაწყვიტეს. მათ ადგილობრივი გაზეთების არქივების და გენეოლოგიური ვებ-გვერდების მეშვეობით კარენს მიაგნეს და 48 წლის წინ დაკარგული ბეჭედი დაუბრუნეს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა