თეგებით ძიება
17. 02. 2021 მსოფლიო

ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, ყოველწლიური ვაქცინა გახდეს

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, შესაძლოა, ყოველწლიური ვაქცინა გახდეს, როგორც ეს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შემთხვევაში ხდება.

„ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ მსოფლიოს მასშტაბით ამ კონკრეტული ეპიდემიოლოგიური აფეთქებისა და მისი განშტოებების შეკავებას ისე, რომ ვირუსის სხვადასხვა ვერსიის ციკლურობა არ იყოს“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ სავსებით შესაძლებელია, რომ მეცნიერები უკვე მუშაობენ კორონავირუსის უნივერსალურ ვაქცინაზე, რომელიც ყველა ვარიანტის წინააღმდეგ იმუშავებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა